fbpx

EU ENPARD გრანტებიპირობები

სამიზნე ჯგუფები: პროგრამის ბენეფიციარები არიან ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელთაც აქვთ სოფლის მეურნეობაში ინვესტირების სურვილი და ფინანსური შესაძლებლობები.

სამიზნე მუნიციპალიტეტები:

მოცემული საგრანტო ციკლის ფარგლებში, პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ENPARD-ის მუნიციპალიტეტებზე, კონკრეტულად:

  • ახალქალაქი
  • ბორჯომი
  • დედოფლისწყარო
  • ყაზბეგი
  • ქედა
  • ხულო
  • ლაგოდეხი
  • თეთრიწყარო

მოცემულ რვა მუნიციპალიტეტს ეძლევა თანამონაწილეობრივი გრანტის მიღების საშუალება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: “კატეგორია 1: ზოგადი საგრანტო შესაძლებლობები” 

მოცემულ შესაძლებლობასთან ერთად, განმცხადებლებს გორის მუნიციპალიტეტიდან შეეძლებათ თანამონაწილეობრივი გრანტის მოთხოვნა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების (მხოლოდ ვაშლის მწარმოებლებისთვის) და ნულოვანი დამუშავების სათესის (მხოლოდ მარცვლეულის მწარმოებლებისთვის) შესაძენად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: “კატეგორია 2: სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები”.

დასაშვები ინვესტიციები:

მოცემული საგრანტო ციკლის ფარგლებში, განმცხადებელს ექნება საშუალება აირჩიოს  წინასწარ შერჩეული მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული ოთხი ტიპის აღჭურვილობა:

კატეგორია 1-ის ფარგლებში: ზოგადი საგრანტო შესაძლებლობები (ENPARD-ის მუნიციპალიტეტებში):

  • წვეთოვანი სარწყავი სისტემა
  • ნულოვანი დამუშავების სათესი (მარცლეულის მწარმოებლებისთვის)
  • დაბალი ან საშუალო წარმადობის ტრაქტორები და შესაბამისი აგრეგატები

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის გვერდს 

კატეგორია 2-ის ფარგლებში: სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები (მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში)

  • სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები (მხოლოდ ვაშლის მწარმოებლებისთვის)
  • ნულოვანი დამუშვების სათესი (მხოლოდ მარცვლეულის მწარმოებლებისთვის)

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის გვერდს

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განმცხადებელს შეუძლია შერჩეული დასაშვები აღჭურვილობებიდან მხოლოდ თითო ერთეულის შერჩევა.

ფინანსური დახმარება:

თანამონაწილეობრივი გრანტი შეესაბამება დასაშვები ინვესტიციების 40%-ს, გრანტიორის მიერ გადახდილი 60%-ის შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში FAO მხარს უჭერდა სპეციფიკურ ინვესტიციებს, რომელთაც აქვთ მაღალი ეკონომიკური, სიციალური თუ გარემოსდაცვითი გავლენა. ამ მიზნით, ფინანსური დახმარება იზრდება 40%-იდან, 60%-მდე. მოცემულ საგრანტო ციკლში, სპეციალური ფინანსური დახმარება ეხება მხოლოდ წვეთოვან სარწყავ სისტემასა და ნულოვანი დამუშავების სათესს. გთხოვთ, თანდართულ ბმულზე იხილოთ წახალისებული ინვესტიციების სრული ჩამონათვალი, რომლებსაც პროგრამა მხარს უჭერს მისი დაარსების დღიდან: სპეციალურად წახალისებული ინვესტიციების ჩამონათვალი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გრანტიორს მოეთხოვება თავისი კონტრიბუციის გადახდა პირდაპირ მიმწოდებლისათვის. აღჭურვილობის მიწოდების შემდეგ, FAO გადაუხდის თანამონაწილეობრივ გრანტს პირდაპირ მიმწოდებელს.  არცერთ შემთხვევაში არ მოხდება თანხის პირდაპირ გრანტიორთან გადარიცხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განმცხადებელს, მოცემული პროგრამის წინა ეტაპების ფარგლებში,  არ უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი გრანტი მიღებული, რაც ერთი განმცხადებლის მიერ მიღებულ საერთო გრანტების მაქსიმუმ რაოდენობას ზღუდავს ორამდე. გარდა ამისა, მთლიანი პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150,000 აშშ დოლარის ზღურბლს.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,