Skip to main content

საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება

Project Description
ასოცირების შეთაბხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგი ერთობლივად აწესებს პრიორიტეტებს, რომელიც ამ შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. სხვა სფეროებთან ერთად ეს პრიორიტეტები მოიცავს ბიზნესისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ეს გულისხმონს ბიზნესის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, კაპიტალის ბაზრის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნას და დავების გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემოღებას კომერციული დავებისა და კონტრაქტების აღსრულებისთვის. უკვე გადაიდგა ნაბიჯები (ეევროპული კანონმდებლობის მიხედვით მომზადდა გაკოტრების შესახენ კანონი და აღსრულების კოდექსი), რეფორმები აღსრულებას საჭიროებს, ხოლო ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს განხორციელების მიზნით შესაბამისი უნარებისა და პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებაა საჭირო.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობს და მის მთავარ მიმართულებას საქართველოში კომერიცული სამართლის განვითარება და პრაქტიკაში მისი დანერგვის გაუმჯობესება წარმოადგენს.
პროექტი ღოსნიძიებებს ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:
- კომერციული სამართალწარმოების ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა
- სამეწარმეო სამართლისა და პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა
- გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გაუმჯობესების ხელშეწყობა
- სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა
Specific Objective
საქართველოსა და მის რეგიონებში სოციო-ეკონომიკური განვითარება და საამისოდ სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება კომერციული დავების გადასაწყვეტად.
Expected Results
- ეფექტიანი სასამართლო პროცედურები
- მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის დანერგვა
- გაძლიერებული და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გადახდისუუნარობის პროცედურები
- სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო ეფექტიანი აღსრულება
Beneficiaries
National Bureau of Enforcement
Project map
Photo gallery
National Bureau of Enforcement
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
სამართალი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2019
End Date:
30.04.2021
EU Project Number:
402-475