fbpx
Skip to main content

სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა

Project Description
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერებას სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში გაუწიონ ეფექტური დახმარება მათ წევრ და არაწევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) და ფერმერებს ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები (BSO) მიიღებენ სხვადასხვა სარგებელს პროექტიდან. პირველ რიგში, ისინი გაიუმჯობესებენ ცოდნის დონეს DCFTA-თან დაკავშირებულ საკითხებში, სურსათის უვნებლობის რეგულაციებსა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის თემებთან დაკავშირებით. ისინი ასევე გაიუმჯობესებენ ორგანიზაციული მართვის უნარებს. ეს მათ დაეხმარება უფრო ეფექტურად გაუზიარონ ინფორმაცია მცირე და საშუალო მეწარმეებს და თვალი მიადევნონ DCFTA რეგულაციების განხორციელების პროცესს. პროექტის ფარგლებში BSO-ები მიიღებენ ადვოკატირების კამპანიების ჩატარების გამოცდილებას და აქტიურად ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგში DCFTA და SME დაკავშირებულ თემებზე. ამასთან ერთად, შერჩეული BSO მიიღებენ მცირე გრანტებს, რომელიც მიმართული იქნება თავისი ორგანიზაციის გაძლიერებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების მხარდასაჭერად.
Specific Objective
BSO-ები მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარებიან DCFTA-თან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში.
Expected Results
- გაუმჯობესებულია BSO-ების ორგანიზაციული მართვის უნარები და DCFTA-ს საკითხების ცოდნა;
- გაუმჯობესებულია კომუნიკაცია BSO-ებსა და მათ წევრ და არაწევრ SME და ფერმერებს შორის;
- BSO-ები მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარებიან სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში;
- გაუმჯობესებულია BSO-ების კავშირი და თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან;
- წახალისებული და მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი რეგულაციების დანერგვა.
Project map
Photo gallery
Public-Private Dialogue #2
Public-Private Dialogue #1
Project Launch
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
28.03.2017
End Date:
27.05.2019
EU Project Number:
384-681