fbpx
Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

Project Description
პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე (SME) სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებას. DCFTA -ს ფარგლებში, ქართული კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილია (კვლევების მიხედვით, მხოლოდ 6%) დაკავებული სავაჭრო ურთიერთობით ევროკავშირთან. მაშინ როცა რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესები, განსაკუთრებით კი, მეწარმეები სოფლად, განიცდიან შეზღუდულ წვდომას ექსპერტიზაზე, ფინანსებზე და აწყდებიან სირთულეებს ახალ ბაზრებზე შესვლის პროცესში, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან DCFTA-ს ფარგლებში განსაზღვრული რეგულაციები. ამ მხრივ, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ სოფლად დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტური ვექტორების როლი.
Specific Objective
1) ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAGs) და სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ თავიანთ სამიზნე რეგიონებში დახმარება გაუწიონ მიკრო და მცირე მეწარმეებს, აგრო ფერმერებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე;
2) ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAGs) და სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას რეგიონში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ქვემო ქართლი.
Expected Results
• მიზნობრივ სასოფლო რაიონებში მოქმედი 24 სსო-სა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ცნობიერების ამაღლება ტრენინგების გზით - სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, სასოფლო-სამეურნეო სტანდარტების, ტექნიკური ასპექტების, გარემოს დაცვის, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ.
• ტრენინგების გზით მიზნობრივ სასოფლო რაიონებში მოქმედი 24 სსო-სა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა, ანალიზი, DCFTA-ს კონტექსტში საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.
• მიზნობრივი სსო-ებისა და განვითარების ჯგუფების მხარდაჭერა "DCFTA საინფორმაციო და რესურს ცენტრის" შექმნის პროცესში; რეგიონში მოქმედი მიკრო და მცირე ბიზნესების, აგრო მწარმოებლების ინფორმირებისას DCFTA-ს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, სახელმწიფო თუ დონორთა პროგრამებზე, ასევე სხვადასხვა სასესხო სქემებზე, რომლებიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
• ტრენინგების გზით, სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ეფექტური ადვოკატირება, მონაწილეობის მიღება მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში და ჩართვა ეროვნულ დონეზე არსებულ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი (GAARD). ეს საშუალებას მისცემს სსო-ებს მონიტორინგი გაუწიონ DCFTA-სა და SME პოლიტიკის ზეგავლენას ადგილობრივ მწარმოებელებზე და შეიმუშაონ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
• მიზნობრივი სსო-ებისა და განვითარების ჯგუფების მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებათა (მაგ. სურსათის ეროვნული სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ინოვაციების სააგენტო, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები და ა.შ.) წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სესიების ორგანიზებისას, მაქსიმალური მისაწვდომობისა და პროექტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
• ეროვნულ დონეზე, მათ შორის GAARD პლათფორმის გამოყენებით, ადვოკატირების წარმოება პოლიტიკოსებთან; ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე გამოვლენილი მწვავე საკითხების მათ წინაშე გაჟღერება.
• პროექტთან დაკავშირებულ აქტივობებში სხვადასხვა დაინეტერსებული მხარის, მათ შორის უმცირესობების, მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა; პროექტის მთლიანი ციკლის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება გენდერულად სენსიტიურ საკითხებზე.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
03.04.2017
End Date:
02.10.2019
EU Project Number:
384-660