fbpx
Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

Project Description
პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით; ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევის, ინფორმირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირების გზაზე. ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შესაძლებლობების ზრდაზე, რათა მათ უკეთ შეძლონ ახალ რეგულაციებზე მორგება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი სამიზნე ჯგუფების ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები, ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნება სულ მცირე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საკომუნიკაციო აქტივობები, მათი მონაწილეობით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ, ასევე გაიმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის მინიმუმ 2,000 წარმომადგენელს. საქართველოს მთავრობისთვის მომზადდება საჭიროებების კვლევები და სარეკომენდაციო დოკუმენტები.
Specific Objective
რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების როლის და ჩართულობის გაძლიერება ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და მცირე და საშუალო პოლიტიკის საკითხებში.
Expected Results
პროექტი მიმართულია სამი ძირითადი შედეგის მისაღწევად:
1) სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განივითარეს შესაძლებლობები/უნარები და არიან გაერთიანებული ქსელში, რათა პრაქტიკაში გაუწიონ მონიტორინგი DCFTA/SME-ის სტრატეგიების ქვეშ განხორცილებულ პოლიტიკას. ასევე, ისინი ახორციელებენ ადვოკატირებივ საქმიანობას და მონაწილეობენ პოლიტიკურ დიალოგში;
პირველი შედეგის შესატყვისი აქტივობებია:
აქტივობა 1: მიზნობრივი რეგიონებიდან სსო-ებთან დაკავშირება და მათი შერჩევა;
აქტივობა 2: DCFTA და SME სტრატეგიისა და პოლიტიკის საკითხებზე ტრენინგის სახელმძღვანელოების შემუშავება (სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის);
აქტივობა 3: ტრენინგები და სემინარები სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის;
აქტივობა 4: რეგულარული ფორუმები და კონსულტაციები სსო-ებს შორის.
შედეგი 2)
ჩამოყალიბებულია მუდმივი მრავალდონიანი პლატფორმა კერძო– საჯარო სექორს, სსო–ების ქსელსა და ცენტრალურ მთავრობას შორის საჯარო კერძო დიალოგის განსახორციელებლად. პლატფორმის მიზანია DCFTA/SME პოლიტიკის სტრატეგიების გაუმჯობესება, რათა ის უკეთესად მოერგოს კერძო სექტორის საჭიროებებს.
შედეგი ორის შესატყვისი აქტივობებია:
აქტივობა 5: კვლევა ადგილობრივი სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირებაზე;
აქტივობა 6: ანალიტიკური კვლევა და პოლიტიკური რეკომენდაციები DCFTA/SME–ის პოლიტიკურ არჩევანზე;
აქტივობა 7: რეგულარული ფორუმი თბილისში და რეგიონებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის;
შედეგი 3
კერძო სექტორი გათვიცნობიერებულია სამთავრობო პოლიტიკაში DCFTA/SME საკითხებთან მიმართებაში.
მესამე შედეგის შესატყვისი აქტივობებია
აქტივობა 8: საინფორმაციო ვიდეოკლიპების შექმნა და გავრცელება რეგიონალური სატელევიზიო არხებისა და სოციალური ქსელების საშუალებით;
აქტივობა 9: სსო–ების საველე გასვლები და საინფორემაციო კამპანიები.
აქტივობა 10: შემაჯამებელი კონფერენცია საბოლოო შედეგების შეჯამებისთვის, პოლიტიკის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური კვლევის შედეგების წარსადგენად DCFTA /SME პოლიტიკის შესახებ;
Project map
Photo gallery
Economic Development Policy Visions
Training for local government representatives for Kvemo Kartli Representatives
Multi-Stakeholder Roundtable Discussions in Tbilisi
Multi-Stakeholder Roundtable Discussions in the Regions
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
19.05.2017
End Date:
18.05.2019
Social Media Links:
DCFTA for SMEs
EU Project Number:
385-193