fbpx
Skip to main content

ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ (II ფაზა)

Project Description
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ქართველი მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში და საშუალება მისცეს მათ, „ნაბიჯ-ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებისთვის.
ძირითადი აქცენტი კეთდება შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ყოფილი მსჯავრდებულებისთვის და პრობაციონერებისთვის პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებაზე კოლეჯებს, სახელმწიფო პრობაციის სისტემასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უფრო მყარი ურთიერთობის გზით, რეციდივიზმის რისკის შესამცირებლად, შემდგომი აქცენტია ის, რომ ავტორიზებული კოლეჯების მიერ ჩატარებულ პროფესიულ საგანმანათლებლო კურსებთან ერთად ასევე მიწოდებულ იქნება რესოციალიზაციის დამატებითი ასპექტები, რომელსაც უზრუნველყოფენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები (ფსიქო-სოციალური დახმარება, სამსახურის თაობაზე კონსულტირება, კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის პროგრამა). ამასთან, საზოგადოების აქტიური წევრები ჩაერთვებიან მოხალისეებად და როგორც „მენტორები“ ინდივიდუალურად დაეხმარებიან ბენეფიციარებს რეინტეგრაციის პროცესში. ეს კონცეფცია წარმატებით განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპზე.
გარდა ამისა, პროექტის მიზანია პროფესიული განათლების, ტრენინგებისა და დასაქმების შესაძლებლობების, როგორც რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციისთვის გათავისუფლების წინა მოსამზადებელი სამუშაოს, გაზრდა ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც ხორციელდება პრაქტიკული ტრენინგების პილოტირებით ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მცხეთა-მთიანეთში.
Specific Objective
პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების პროფესიული საგანმანათლებლო და შემოსავლების მიღების შესაძლებლობების ზრდას შიდა ქართლში, იმერეთში და სამეგრელოში, კოლეჯებს, ტრენინგების ცენტრებს, პენიტენციალურ და პრობაციის სისტემებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის კავშირების გაღრმავებით.
პროექტი ასევე ზრდის საგანმანათლებლო, გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობებს ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და გათავისუფლებამდე პირებს ამზადებს რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციისთვის, ამ მიზნით მოწყობილ ვორქშოფებში მიზანმიმართული პრაქტიკული გადამზადების ჩატარებით.
Expected Results
სულ მცირე 400 მსჯავრდებულისა და პრობაციონერის, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული შესაძლებლობები და პროფესიული უნარები გაუმჯობესდა პროფესიული საგანმანათლებლო ტრენინგების საშუალებით შიდა ქართლის სპეციალიზებულ საინტეგრაციო ცენტრში და საზოგადოებრივ კოლეჯებში სამეგრელოსა და იმერეთში. ასევე, სულ მცირე 150 კურსდამთავრებული წარმატებით მოახერხებს რეინტეგრაციას საზოგადოებაში და/ან დასაქმების ბაზარზე, რადგან დასაქმდება და/ან წამოიწყებს მიკრო ბიზნესს დამატებითი საინტეგრაციო სერვისების დახმარებით, როგორიცაა სამუშაოს თაობაზე კონსულტაციები, ფსიქო-სოციალური დახმარება,მენტორობა და კურსდამთავრებულთა მატერიალური მხარდამჭერი პროგრამები. სულ მცირე 70 მსჯარდებული აიმაღლებს პროფესიულ შესაძლებლობებ ციხეში გავლილი პრაქტიკული ტრენინგების კურსის მეშვეობით, რომელიც შემუშავებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2017
End Date:
31.07.2020
EU Project Number:
382-282