fbpx
Skip to main content

EU4DIGITAL: CYBERSECURITY EAST

Project Description
პროექტი "EU4DIGITAL: CYBERSECURITY EAST" (EU4DIGITAL: კიბერუსაფრთხოება - აღმოსავლეთი) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპის კიბერუსაფრთხოების ძირითად საფუძვლებთან შემდგომ დაახლოებას, პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარებაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით.
Specific Objective
ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება, რომლებიც აუმჯობესებს კიბერუსაფრთხოებას და კიბერ-შტევებისადმი მზადყოფნას ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ეროვნული კიბერუსაფრთხოების მმართველობის და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– საკანონმდებლო ჩარჩოს შესწორების ან შექმნის მხარდაჭერა.
– ტრენინგი და მენტორობა შემდეგ საკითხებზე: კიბერ-საფრთხეები და მათზე რეაგირება, ადამიანის უფლებები, ინფორმაციის დაცვის ღონისძიებები და ზედამხედველობის მექანიზმები.
– კერძო სექტორის სერვისის პროვაიდერებთან თანამშრომლობა.
– საზოგადოების ინფორმირებულობის გაუმჯობესება.

კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– ეროვნულ კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარება.
– მხარდაჭერა კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის სამოქმედო გეგმების და პროცესების შემუშავებაში.
– ტექნიკური დახმარება და ტრენინგი კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემების შექმნის მიზნით.

კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვის საოპერაციო პოტენციალის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– კიბერ-ინციდენტების მართვის ერთობლივი შეხვედრების ორგანიზაცია, თეორიული სავარჯიშოები და იმიტირებული ოპერაციები კიბერ-შეტევის სიტუაციის სიმულირებისთვის.
– ერთობლივი კიბერ-ოპერაციები და გამოძიებები.
– უწყებათაშორისი და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა რეალური კიბერ-ინციდენტების დროს.
– არსებული რეგიონული ქსელების მხარდაჭერა და კონსოლიდაცია.
Expected Results
- ეროვნული კიბერუსაფრთხოების გაძლიერებული მმართველობა და საკანონმდებლო ჩარჩო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
- კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებული დაცვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვის გაძლიერებული საოპერაციო პოტენციალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები), უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
Topic:
ციფრული ტრანსფორმაცია, უსაფრთხოება
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
27.11.2019
End Date:
26.11.2022