fbpx
Skip to main content

საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა

Project Description
პროექტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხება, რაც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პროდუქტის გატანის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის აქტივობებს შორის არის DCFTA-ის შესახებ ტრენინგების ჩატარება რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, გაავრცელებენ ინფორმაციას მცირე და საშუალო საწარმოებთან და ფართო საზოგადოებასთან. რეგიონული მცირე და საშუალო საწარმოების მიერ იდენტიფიცირებული სირთულეების მოგვარების მიზნით, იქმნება ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოები მეწარმეების, სამოქალაქო სექტორისა და საჯარო მოხელეების შემადგენლობით მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მოხდება მსჯელობა მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.
Specific Objective
ცნობიერების დონის ამაღლება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესაძლებლობებისა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის შესახებ.
Expected Results
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ცნობიერების ამაღლებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, რომლებიც იმ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენაა მიმართული, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პროექტი ფოკუსირებას ახდენს მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რადგან სწორედ ისინი განიცდიან DCFTA- ს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას და რადგან სწორედ მათ აქვთ პოტენციალი განავითარონ უფრო ინტენსიური ბიზნეს კავშირები ევროკავშირის ქვეყნებში. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და ამით ეფექტიანად ისარგებლონ DCFTA- ის ხელშეკრულებით.
Project documents
Project map
Photo gallery
DCFTA Capacity Building Trainings and Seminars for CSOs - Telavi
Presentation of Results of the DCFTA Related Mappings of Georgian SMEs and CSOs
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
12.04.2017
End Date:
11.04.2019
EU Project Number:
385-032