fbpx
Skip to main content

ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში

Project Description
პროექტის მიზანია ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა და დაცვა ცნობიერების ამაღლების და შესაძლებლობების გაზრდის გზით; პროექტი ხელს უწყობს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კანონმდებლობის და პოლიტიკის განხორციელებას, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვას და ასევე, ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას და რესოციალიზაციას.
Specific Objective
• სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობის გაძლიერება; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების (MH2R) პლატფორმის შექმნა, პოლიტიკის დიალოგები ადამიანის უფლებებზე
• მედია-კამპანიების ჩატარება, მედიის წარმომადგენელთა ტრენინგები და მობილიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისთვის
• ცნობიერების ამაღლების კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში (სპორტული ღონისძიებები, საინფორმაციო კამპანიები);
• კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილებებისთვის
• ადამიანის უფლებებისა და ზრუნვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის პილოტირება
• ინოვაციური პროგრამების პილოტირება მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ემოციური და ქცევითი პრობლემები და აშლილობები, მათ შორის, ადიქტური ქცევები
• მცირე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა

Expected Results
- ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) პრობლემების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების და სხვა წარმოჩენილი საკითხების გადაწყვეტა საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგშია (2018-2020) და მუდმივად ხდება ლობირება მძლავრი ფჯ-ის და ადამიანის უფლებების პლატფორმის მიერ;
- პოზიტიური ცვლილებები ასახულია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსებაში, კანონმდებლობასა და პოლიტიკაში;
- ფჯ პრობლემების და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა თანამედროვე სათემო მომსახურების ხელმისაწვდომობა 30% -ით (2020) გაიზარდა.
- ფჯ პროგრამების საერთო წილი გაიზარდა და აღწევს 25%-ს (2020 წლისთვის);
- ეროვნული პროგრამის საერთო ბიუჯეტი 2019 წლისთვის 20% -ით და 2020 წლისთვის კიდევ 20% -ით გაიზარდა.
- ფჯ და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების 90% აქტიურად მონაწილეობს პლატფორმის საქმიანობაში (2018 წელს);
- სამიზნე რეგიონებში მედიის წარმომადგენლები უფრო მომზადებული არიან ფჯ მქონე პირთა პრობლემების ეფექტურად გასაშუქებლად;
- ლობირების შედეგად დაფუძნებულია თემზე დაფუძნებული დაცული საცხოვრისები ფჯ და ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირთათვის - 2020 წლისთვის მინიმუმ 15; და შექმნილია სულ მცირე 15 სხვა თანამედროვე მომსახურება ამ ადამიანებისთვის;
- ფჯ და ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე პირები აყენებენ მოთხოვნებს და ითხოვენ მათი უფლებების დაცვას პოლიტიკურ დიალოგების, მედია საშუალებების, პრეს-კონფერენციებს და ა.შ. საშუალებით
- მინიმუმ ერთი ახალი იუზერთა ორგანიზაცია დაარსდა და აქტიურია თვითდასაქმებულობაში (2019 წლამდე)
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და შეიცავს ხარისხის მონიტორინგის პარაგრაფს (2019 წლისთვის)
- კანონი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გაუმჯობესებულია და აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტებს (2020 წლისთვის)
- თბილისის და ბათუმის დახურულ დაწესებულებებში (სულ მცირე 3-ში) ხარისხის უფლების მონიტორინგი აჩვენებს ფჯ პრობლემების მქონე პირთა მიმართ მოპყრობის და მოვლის გაუმჯობესებას (2019-2020 წლებისთვის)
- ცნობიერების ამაღლების კამპანია ქვეყნის მასშტაბით ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, რის შედეგადაც შეცვლილია ფჯ მქონე პირთა და ასევე ფჯ პრობლემებისა და დამოკიდებულების მქონე ბავშვთა და მოზარდთა მიმღებლობა და მათდამი დამოკიდებულება
- ეფექტური ბავშვთა და მოზარდთა სერვისები თბილისსა და ბათუმში აკმაყოფილებენ ფჯ პრობლემებისა და დამოკიდებულების მქონე ბავშვთა და მოზარდთა და მათი ოჯახების საჭიროებებს (2019 წელი)
- სერვისების მომსახურება ეფექტურია და უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა და მათი ოჯახების მაღალი ხარისხის მხარდაჭერას (2020 წლისთვის)
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომსახურების ქსელი გაძლიერდა პრევენციულ-ინტერვენციული მომსახურების შემდგომი რეპლიკაციის შესაძლებლობით (2020).
Project documents
Beneficiaries
Club Synergy: Psychosocial Support Center in Batumi
Media Mobilization for Mental health and Human Rights
Awareness raising and MHHR Campaign: Run for Mental Health
Club Synergy: Psychosocial Support Center in Tbilisi
Sub-grant: "See the Person Beyond Diagnosis"
Sub-grant project "Step Towards You"
Sub-Grant: "Creating Supportive Network for Psychiatric Service Users and Survivors in Tbilisi and Rustavi"
Project map
Photo gallery
Sub-grant project "Step Towards You"
Club Synergy: Psychosocial Support Center in Tbilisi
Awareness raising and MHHR Campaign: Run for Mental Health
Media Mobilization for Mental health and Human Rights
Club Synergy: Psychosocial Support Center in Batumi
Sub-grant: "See the Person Beyond Diagnosis"
Media training in Zugdidi
Round table meeting - Results of the QR monitoring of MH facilities of Georgia
Presentation of Mental Health Awareness Mobile Pavilion
Presentation of the results of the QR monitoring of MH facilities of Georgia
Run for Mental Health in Batumi boulevard
Synergy Club Batumi - service presentation
Run for Mental Health and Human Rights
Run for mental health winner's certificate
Training for the service centres' staff
Workshop for the service centres' staff
Training on mental health and drug indicative prevention
Advanced training on Mental Health and Drug Indicative Prevention
Training on mental health and drug indicative prevention
Media training on stress
Meeting of the project Steering Committee
Strengthening of civil society movement: Fall School for MH2R Platform
Strengthening of civil society movement: Spring School for MH2R Platform
Study tour to Germany
Establishment of the platform MH2R
Workshop for elaborating the internal procedures for service centres
Media training in Telavi
Fall media-school
WHO Quality Rights Training: Mental Health, Human Rights, Recovery & Service Improvement
Open discussion on youth and mental health in changing world
World Mental Health Day 2018
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2018
End Date:
30.09.2020
EU Project Number:
391-097