fbpx
Skip to main content

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების ჩარჩო კანონმდებლობისა და სამოქმედო შესაძლებლობების განვითარების კუთხით ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად

Project Description
ამ პროექტის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ტელეკომის ჩარჩო კანონმდებლობის განვითარებას ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა ყველა მონაწილისათვის საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
Specific Objective
ამ პროექტის მიზანია საქართველოს ტელეკომუნიკაციების ჩარჩო კანონმდებლობის სიღრმისეული მიმოხილვა, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში შესაბამისი ბაზრების განსაზღვრა, რომლებიც მგრძნობიარეა წინა რეგულაციის მიმართ, ფართოზოლოვანი მომსახურების საკანონმდებლო მიდგომის განსაზღვრა და ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება უნივერსალური მომსახურების დებულებაზე წვდომის მიზნით, ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს და ევროპის 2020 ინიციატივის "ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის" მიხედვით.
Expected Results
კომპონენტი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ჩარჩო კანონმდებლობის გაუმჯობესება ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის შესაბამისად და ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
კომპონენტი 2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წვლილის შეტანა ფიქსირებული და უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების სტიმულირების მიზნით, სახელმძღვანელოების განსაზღვრაში ინფრასტრუქტურული ბარიერის მოცილების, ინფრასტრუქტურის გაზიარების, ქსელის ნეიტრალიტეტისა და რეგულაციის ხელმისაწვდომობაზე, DAE-ს (ევროპისთვის ციფრული დღის წესრიგი) და უნივერსალური მომსახურების დებულების გათვალისწინებით.
კომპონენტი 3
შესაბამისი ბაზრების ხელახლა განსაზღვრა და SMP-ის (მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება) დადგენის შესახებ მეთოდოლოგიის შემუშავება
კომპონენტი 4
სპექტრის მინიჭების მექანიზმის გაძლიერება GNCC-ის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისათვის
კომპონენტი 5
ინტერნეტ მმართველობისა (IG) და ქსელური უსაფრთხოების საკითხებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) შესაძლებლობების გაზრდა
კომპონენტი 6
GNCC-ის როლის წარმოჩენა ნაციონალური/საერთაშორისო როუმინგის რეგულაციებში, ევროკავშირის როუმინგის რეგულაციების მიხედვით
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
Subsector:
Topic:
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
06.12.2017
End Date:
05.06.2019
EU Project Number:
389-012