fbpx
Skip to main content

ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერად

Project Description
საქართველო მიუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის შესახებ (სტამბოლის კონვენცია), ხოლო ევროკავშირი კი საქართველოს მთავრობას ამ კონვენციით აღებული ფორმალური ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელოს გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტ მრავალმხრივ ტექნიკურ დახმარებას უწევს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორის კომისიას, რათა ეროვნულში პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირების სფეროს ადამიანური რესურსების მართვის პროცესში და პოლიტიკის შემქმნელებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის დროს გათვალისწინებული იყოს გენდერული სენსიტიურობა.

პროექტი ხელს უწყობს საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაზრდას, პოლიტიკის შემუშავების ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საბიუჯეტო პროცესების გენდერულ ანალიზს, გენდერული ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიის დიალოგისა და ადვოკატირების ხელშეწყობას გენდერული თანასწორობის საქართველოს საუწყებათაშორისო კომისიასთან საქართველოს საერთაშორისო და საშინაო ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად.
Specific Objective
ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას საჯარო ადმინისტრირებაში გენდერული მეინსტრიმინგის გზით.
Expected Results
- გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა;
- საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების, მათ შორის (მაღალი დონის) საჯარო მოხელეთა, უნარების გაუმჯობესება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გენდერულ პოლიტიკასთან მიმართებაში;
- საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების და ცოდნის გაზრდა, გენდერის საპასუხო ბიუჯეტის ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვისა და საბიუჯეტო პროცესის წარმატებით განხორცილების მიზნით.
- სქესის მონაცემთა შეგროვების გაძლიერება;
- აკადემიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება რათ მათ უზრუნველყონ პროგრამირებისა და ბიუჯეტირების ანალიზი გენდერული ჭრილით
- აკადემიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული დისკრიმინაციის მონიტორინგის კუთხით.
- გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ანგარიშგების გაუმჯობესება;
- სოციალური ინკლუზიური ჩართულობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
- ქალთა გაძლიერება, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება და მონიტორინგი;
- გაუმჯობესებული კომუნიკაცია.
Beneficiaries
Promoting Awareness of Students on Gender Equality and prevention of Violence Against Women
The Commission on Gender Equality, Violence against Women and Domestic Violence
Project map
Photo gallery
The Commission on Gender Equality, Violence against Women and Domestic Violence
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
09.10.2017
End Date:
03.09.2020
EU Project Number:
389-213