fbpx
Skip to main content

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

Project Description
პროექტი ევროკავშირის მიერ მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული ინიციატივის ნაწილია. იგი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების მონიტორინგის გზით.

პროექტი აანალიზებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს, კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკას ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. იგი შეიმუშავებს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.
Specific Objective
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების შეფასების, ადვოკატირების და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების მონიტორინგის გზით.
Expected Results
- გამოვლენილია პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული კანონმდებლობის, რიგი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების ხარვეზები და მათი მოგვარების მიზნით მომზადებულია კონკრეტული რეკომენდაციები.
- მომზადებულია ანალიტიკური ანგარიშები, რომლებიც ასახავს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში არსებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების სტატუსს
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ალიანსი აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას თბილისსა და რეგიონებში
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შესაძლებლობები გაძლიერებულია კონკრეტული საკითხების ადვოკატირების მიზნით ტრენინგებისა და ვორკშოპების მეშვეობით
- ალიანსის წევრები და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი სახელმწიფოსთან დიალოგში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერება (მათ შორის მედიის წარმომადგენლების) გაზრდილია.
Project documents
Beneficiaries
Alliance for Penal and Probation Reforms in Georgia
Project map
Photo gallery
Alliance for Penal and Probation Reforms in Georgia
Training of NGOs and Media in Gori on Minority RIghts and Rehabilitation Process in Penal System
Public Discussion on Probation System Reforms in Georgia
Public Discussion on Prison Infrastructure and the Prisoners' Contact with Outside World
Training of Monitors
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
ადამიანის უფლებები, სამართალი, სამოქალაქო საზოგადოება
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
14.03.2018
End Date:
13.05.2020
EU Project Number:
396-004