fbpx
Skip to main content

ადგილობრივი მთავრობების როლის გაზრდა მრავალდონიანი ტერიტორიული მმართველობისთვის.

Project Description
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო ადმინისტრაციის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას საჯარო ადმინისტრაციის ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში. პროექტი მხარდაჭერას გაუწევს მთავრობას მრავალდონიანი მმართველობისთვის ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერებაში და დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკისა და ინსტრუმენტების შემუშავებაში.

პროექტი იმუშავებს თბილისიდან ძირითადი ფოკუსით 4 რეგიონზე: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, და კახეთი. პროექტი დაეხმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ამ 4 რეგიონის შესაბამის რეგიონულ და მუნიციპალურ ადმინისტრაციას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პილოტი ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში პროექტების სწორად მომზადებაში, შერჩევასა და განხორციელებაში.
Specific Objective
1. ადგილობრივი მთავრობების როლის გაზრდა მმართველობის მრავალდონიან სისტემაში;
2. საჯარო ადმინისტრაციის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის განხორციელებისას.
Expected Results
• ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ჩარჩოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის სუბსიდიარობის პრინციპთან თანხვედრაში;
• ორმხრივი ნდობის გაზრდა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს, მათ შორის დაინტერესებულ მხარეებს შორის;
• მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ საქმეებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა ეროვნული და ადგილობრივი ადმინისტრაციების მმართველობის უნარების გაძლიერება;
• რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების განხორციელებისას.
Beneficiaries
Capacity building of municipalities in the 4 pilot regions
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
21.10.2019
End Date:
19.10.2021
EU Project Number:
409-054