fbpx
Skip to main content

ევროკავშირის Horizon 2020 პროგრამაში მონაწილეობის ხელშეწყობა

Project Description
ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2014-2020) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებს, ინოვაციებსა და საუკეთესო იდეებს.

ეს არის მსოფლიოში მოქმედი ყველაზე ფართო მულტინაციონალური პროგრამა კვლევისა და ინოვაციის სფეროში. მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ორგანიზაციებს, კომპანიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ განაცხადი და ჩაერთონ სამუშაო პროგრამის აქტივობებში.

პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს. ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის კონკურენტუნარიანობა მსოფლიოს მასშტაბით. ამაში მოიაზრება ეკონომიური ზრდა და ახალი სამსახურების შექმნა. სწორედ ამ მიზეზით, ჰორიზონტი 2020-ს ევროპის ლიდერების და ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ევროპის ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის.
Specific Objective
საქართველოს კვლევისა და ინოვაციების სექტორის გაძლიერების ხელშწყობა.
Expected Results
- საქართველოში კვლევისა და ინოვაციის ეკოსისტემის განვითარება
- საქართველოს კვლევისა და ინოვაციის პოტენციალის გამოვლენა-გაძლიერება
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის წევრ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კვლევისა და ინოვაციის კუთხით
- საერთაშორისო თანამშრომლობითი კვლევითი პროექტები
- საქართველოსთვის განვითარებული ქვეყნების ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის გაზიარება
- ტალანტების გამოვლენა და შენარჩუნება, გადინების შემცირება, უცხოელი მკვლევარებისა და ინოვატორების მოზიდვა.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
განათლება, კვლევა და ინოვაცია
Topic:
კვლევა და ინოვაციები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
28.07.2017
End Date:
28.03.2022
Social Media Links:

EU Project Number:
363-104