fbpx
Skip to main content

DCFTA-ს ადაპტირების პროგრამა (DAP) – მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში

Project Description
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექსპორტის ხელშეწყობას, ახალი სტანდარტების შემოღებასა და DCFTA-ს (ევროკავშირთან შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. პროგრამით სარგებლობენ ადგილობრივი კერძო საწარმოები, რომლებიც ასაქმებენ არაუმეტეს 250 თანამშრომელს, ხოლო მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 მილიონ ევროს. საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები ადგილობრივი კონსულტანტებისგან, ან დარგობრივი ექსპერტიზა უცხოელი ექსპერტებისგან. პროგრამა ბენეფიციარებს ასევე თავაზობს ტრენინგებსა და სემინარებს, საკონსულტაციო მომსახურებას ექსპორტის განვითარების მიზნით, და ბაზრის განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს.
Specific Objective
პროგრამის ამოცანებია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდა; ექსპორტის გამარტივება; ახალი სტანდარტების შემოღება; DCFTA -ის სარგებელის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება; ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება; საკონსულტაციო მომსახურების უფრო ფართო გამოყენებასა და ხარისხის ამაღლება ადგილობრივ დონეზე.


Expected Results
ყოველწლიურად, EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი 70-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. პროექტების 44 პროცენტი ხორციელდება თბილისის გარეთ. პროექტის შედეგების შეფასება დასრულებიდან ერთ წელიწადში ხდება. გასული წლის შედეგები ასე გამოიყურება:
• კლიენტების 88%-ს გაეზარდა ბრუნვა საშუალოდ 58%-ით, წარმადობა 72%-ით
• 66% შექმნა ახალი სამუშაო ადგილოი
• კლიენტების 10% მიიღო დაფინანსება
Project documents
Project map
Photo gallery
Export Strategy Development, Training Course for Business Strategy Consultants
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
29.12.2015
End Date:
28.12.2019
EU Project Number:
361-229