fbpx
Skip to main content

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება

Project Description
ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმებული მოთხოვნების შესრულებას, რომელიც ფინანსური სექტორის ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებასა და სტაბილურობას ეხება. პროექტი ხორციელდება ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორატთან ერთად, ქართველი კოლეგებისათვის გამოცდილებია და ცოდნის გაზიარების მიზნით.
პროექტი საქართველოს ეხმარება დანერგოს "გადახდისუუნარობა II" - პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ჰარმონიზებულ სადაზღვევო მარეგულიებელ რეჟიმს ითვალისწინებს. ეს ნიშნავს მომხმარებელთა უფრო კარგ დაცვას, რისკების მართვისა და მმართველობის უფრო კარგი სისტემების ჩამოყალიბებას, ასევე საერთაშორისო კონკურენციის ზრდას. შესაბამისად, პროექტს სარგებელი მოაქვს კომპანიებისთვის, სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებისთვის და ზოგადად, მოსახლეობისთვის.
Specific Objective
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერება ევროკავშირის დირექტივით - გადახდისუნარიანობა II - გათვალისწინებულ შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაახლოების გზით.
Expected Results
1. სადაზღვევო ზედამხედველობის სფეროში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი სამართლებრივი ჩარჩო, ევროკავშირის დირექტივა გადახდისუნარიანობა II-ის შესაბამისად.
- შესაბამის ნორმატიულ აქტებში (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე) გადახდისუნარიანობა II-ის დირექტივის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები
- რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის მომზადებული და მიღებული საფუძვლების;
- გადახდისუნარიანობა II-ის სტანდარტებზე გადასვლა, თანმდევი შესაბამისი დოკუმენტების მომზადების გზით,
კერძოდ: სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, წესები, სამოქმედო გეგმები და ა.შ.
2. სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება დირექტივა გადახდისუნარიობა II-ით გათვალისწინებული სტანდარტების დასანაერგად.
- დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გადახდისუნარიანობა II -ის სტანდარტების შესახებ უკეთესი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება
- შესაბამისი დაინტერესებული მხარეების გაუმჯობესებული ცნობიერება გადახდისუნარიანობა II -ის სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარე;
- სადაზღვევო სფეროში გაუმჯობესებული უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ანგარიშვალდებულება.
Project documents
Beneficiaries
Insurance State Supervision Service of Georgia (ISSSG)
Project map
Photo gallery
Insurance State Supervision Service of Georgia (ISSSG)
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
04.11.2019
End Date:
03.09.2022
Website:
n/a
Social Media Links:
n/a
EU Project Number:
409-707