fbpx
Skip to main content

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის - სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი

Project Description
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ქვეყნის სატრასპორტო კორიდორების გასაუმჯობესებლად. პროცესს მხარს უჭერს არაერთი დონორი, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ევროკავშირია. გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას სარგებელი მოაქვს ადამიანებისა და ეკონომიკისთვის, ზრდის კონკურენტუნარიანობას და მიმოსვლას.
პროექტის მიზანია საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასავლეთის ნაწილის განახლება და გაუმჯობესება სამტრედიიდან აჭარის რეგიონამდე, მთლიანობაში 68 კმ სიგრძის. მაგისტრალი იმ ევროპული დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს გავლით ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი რეაბილიტაცია გააუმჯობესებს ძირითადი საგზაო დერეფნის პირობებს აზიასა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის. სულ ევროკავშირის ფინანსური კონტრიბუცია შეადგენს 220,000,000 მილიონ ევროს -აქედან 20 მილიონი ევრო ევროკავშირისგან გრანტი, ხოლო 200 მილიონი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხია.
Specific Objective
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გაუმჯობესებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საქართველოს, როგორც რეგიონალური ვაჭრობისა და სამგზავრო ჰაბად ჩამოყალიბება.
Expected Results
- სამტრედიიდან აჭარის რეგიონამდე რეაბილიტირებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, 68 კმ,
- ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც 120 კმ/სთ სიჩქარის გავითარების საშუალებას იძლევა
- გზა მიერთებული თბილისი - რიკოთის გვირაბთან (მსოფლიო ბანკი),
- გზა მიერთებული ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთთან
- გზა მიერთებული ქობულეთის შემოვლით გზასთან.
Beneficiaries
Samtredia-Grigoleti-Kobuleti section of East-West Highway
Project map
Photo gallery
Samtredia-Grigoleti-Kobuleti section of East-West Highway
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)
Topic:
ტრანსპორტი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
11.05.2012
End Date:
31.12.2020
Website:
www.georoad.ge
EU Project Number:
292-623