
24-25 ოქტომბერი აღნიშნეთ ევროპის დღე ქუთაისში – ცოდნის, ტრადიციებისა და ნამდვილი ევროპული სულის მქონე ქალაქში. გაატარეთ ორი დაუვიწყარი დღე მუსიკით, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი აქტივობებითა და გამოფენებით.
24 ოქტომბრის ღონისძიებების პროგრამა

12:00 – შეკრების ადგილი: 1 ნიუპორტის ქუჩა – ველომსვლელობა – 12კმ-იანი მარშრუტი ქალაქის გარშემო.

12:00 – 18:00 – კაფე “ლილესთან” – ევროპის დღის ბაზარი წარმოგიდგენთ ადგილობრივ არტიზანულ პროდუქტებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს.

15:00–16:30 – რესტორანი “გალა” – საუბრები: ქალები ცვლილებებისთვის. ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

15:00–18:00 – სასტუმრო სოლომონი
აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ – მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.

15:30–17:00- სასტუმრო სოლომონი
დოკუმენტური ფოტოგრაფია – თვალით დანახული ისტორია – დაესწარით გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასს – ვიზუალური ამბის თხრობა.

17:00–18:30 – “წიგნების თაობა”
ფოტოგამოფენა “10 წელი ფოკუსში” – ვიზუალური მოგზაურობა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს.

19:00–21:00 – კლუბი “რეფლექტორი”
დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ქუთაისური ტალღა”– რეჟისორი: ანა აბაკელია. ფილმი შექმნილია ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით. ფილმი ასახავს 1990-იანი წლების ქუთაისის ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობას.
25 ოქტომბრის ღონისძიებების პროგრამა

11:00–12:30 – შეკრების ადგილი: თეთრი ხიდი
ქალაქის საფეხმავლო ტური “ევროპული ქუთაისი” – აღმოაჩინეთ ევროპული ქუთაისი ხვიჩა ვაშაყმაძესთან ერთად.

12:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
შემეცნებითი თამაშები – ევროკავშირის პროექტების მიერ მომზადებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის.

13:00–17:00 – კაფე “დები”
ევროპული გემო – გაეცანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარ სამზარეულოს.

14:00–17:00 – “წიგნების თაობა”
ევროპული ლიტერატურის პერსონაჟები – ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების ამბების თხრობა, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები.

15:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
საგანმანათლებლო თამაში “წიგნების თარო” – შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიურ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია და ლიტერატურა საინტერესო და სახალისო გზით.

18:00–21:00 – “კოლიზეუმი”
კონცერტი ყველასთვის საყვარელი ქართული ჯგუფის Mechanical Rainbow-ს და Will Kolak-ის შესრულებით

18:00–21:00 – “კოლიზეუმი”
კონცერტი ყველასთვის საყვარელი ქართული ჯგუფის Mechanical Rainbow-ს და Will Kolak-ის შესრულებით
წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.