fbpx
Skip to main content

ახალგაზრული ცენტრები, სარეკრეაციო სივცრეები, ტურისტული ობიექტები – PIRDP-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

განახლებული ტურისტული ობიექტები იმერეთში / rehabilitated sites in Imereti

უკვე მრავალი წელია, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში კულტურის ცენტრის ყოფილი შენობა მიტოვებული და უფუნქციო იყო. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ბავშვებს იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ, რომ სოფელში მუსიკალურ ან ცეკვის წრეზე ევლოთ, რის გამოც მშობლებს მათი წაყვანა რაიონის ცენტრში უწევდათ.

მოგვიანებით, მოსახლეობამ თხოვნით მუნიციპალიტეტს მიმართა. ინიციატივა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში განხორციელდა და ევროკავშირის დაფინანსებით, გუბში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი მოეწყო.

„ევროკავშირის ხელშეწყობით, ეს შენობა გარემონტდა. დიდი საქმეა, რომ ეს ყველაფერი ადგილზე გვექნება. ამ შენობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობას, არ მოუწევთ სხვაგან წასვლა, ადგილზე მიიღებენ ყველა იმ რესურსს, წიგნების კითხვა იქნება ეს თუ სხვადასხვა გასართობი და მუსიკალური წრეები. სოფელშიც სიხალისე იქნება“, – აღნიშნავს სოფელ გუბის მცხოვრები ლალი გორდაძე და მიიჩნევს, რომ, ამ გზით, სოფელიც მეტად სიცოცხლისუნარიანი გახდება.

PIRDP-ს ფარგლებში, იმერეთის რეგიონში სხვა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქუთაისში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარეკრეაციო სივრცეებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და სხვა ობიექტებს.

„ჩემთვის, როგორც გიდისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ქუთაისში არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა. ამის გათვალისწინებით, ჩვენმა სფერომ და ასევე მოსახლეობამ, მივმართეთ მუნიციპალიტეტს, რომ რეაბილიტაცია მოეხდინათ სხვადასხვა პროექტის. ერთ-ერთი პროექტი იყო, მაგალითად, შადრევანის რეაბილიტაცია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და არის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია“, – აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები თამარ კვანტალიანი.

იმერეთი ერთ-ერთია იმ ოთხ რეგიონს შორის, რომელშიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით უკვე მრავალი პროექტი განხორციელდა. პროგრამა ევროპულ მიდგომას ეფუძნება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მისი მიზანი რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით, მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

რეგიონალურიგანვითარებისისტორია