fbpx
Skip to main content

გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი

24/09/2022

B2C • ბითუსი და EBRD, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DIGITAL RE4M PROGRAMME-ის ფარგლებში, აცხადებს ერთობლივ პროექტს, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც  მიზნად ისახავს თქვენი ბიზნესის ელექტრონულ კომერციაში ჩართვას და განვითარებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესებს, რომელთაც სურთ ციფრულად განავითარონ თავიანთი საქმიანობა.

დამატებითი დეტალებისთვის და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

რას მოიცავს პროექტი?

•           ონლაინ მაღაზიის შექმნა B2CGE-ის პლატფორმაზე და 1 წელი უფასო სარგებლობა

•           B2CGE-ის კონსულტანტის მხარდაჭერა 1 წლის განმავლობაში

•           მხარდაჭერა ონლაინ მაღაზიის გამართვასა და მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაციაში

•           პროდუქტების დასურათება ონლაინ მაღაზიისთვის

•           ინტენსიური ტრენინგი ციფრულ მარკეტინგის მიმართულებით

•           შეკვეთის დამუშავების პროცესში მხარდაჭერა თბილისის მასშტაბით: პროდუქციის დასაწყობება, შეკვეთის დამუშავება და მიწოდება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტში  მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ზრდის პოტენციალი და 1 წლიანი ოპერირების ისტორია.

როგორ ხდება პროექტში ჩართვა?

პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება კონკურსის საფუძველზე.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: www.b2c.ge/appforms.

პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს მონაწილის მხრიდან ფინანსურ თანამონაწილეობას.

გაციფრულება და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენს პროდუქტზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, სრულფასოვანი ონლაინ მომსახურების შეთავაზებით შეძლებთ სრულად უპასუხოთ მომხმარებლების მოთხოვნებს და თანამედროვე ტენდენციებს.