გრინპაკის მიზანია ასწავლოს ადამიანებს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი პარკი გამოიყენონ
ერთ დღეს, გრინპაკის დამფუძნებლები სუპერმარკეტში შეესწრნენ თუ როგორ გაუცხელეს პატარა ბიჭს ხაჭაპური და პოლიეთილენის პარკში შეფუთული გადასცეს. „უცებ დავფიქრდით, როგორ შევჩვეულვართ ზიანის მიყენებას საკუთარი თავისა და გარემოსთვის და როგორ იქცა ჩვეულებრივ მოვლენად 5 და 6 პარკში გახვეული ერთი პროდუქტი. არადა ვიცით, რომ ყველაზე მავნე სწორედ გაცხელებული პოლიეთილენია, მისი მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები პირდაპირ გადადის მასში შეფუთულ საკვებზე“.
კომპანიის დამფუძნებლებისთვის ნათელი გახდა, რომ უნდა შექმნილიყო ალტერნატიული შესაფუთი მასალა, რომელიც პირველ რიგში ბავშვების, ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობას გაუფრთხილდებოდა და არც გარემოს დააზიანებდა. გრინპაკი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვების წარმოება დაიწყო.
კომპანიამ საქმიანობა პურის შესაფუთი ქაღალდის პარკების წარმოებით დაიწყო. მოგვიანებით კი 2014 წელს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გრანტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საწარმოდ, რომელიც სხვადასხვა სახეობის შესაფუთ მასალებს ქმნიდა, ბიოდეგრადირებადი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით.
ამჟამად, კომპანია აწარმოებს ქაღალდის პაკეტებს გამომცხვარი პროდუქტისთვის, ერთჯერად ქაღალდის ჭურჭელს, ქაღალდის პარკებს და ჩანთებს. 2019 წლიდან მან დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების წარმოება. გრინპაკი ამარაგებს ქვეყნის უმსხვილეს საცალო მოვაჭრეებს და ასევე, აქვს სპეციალური ხელმისაწვდომი პროდუქტი სტარტაპებისათვის. ახლახან ჩატარებული კმაყოფილების კვლევის მიხედვით მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ, რომ კომპანია ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და გარემოზე, ამასთან მისი ნაწარმი არის ხელმისაწვდომი, გამძლე და მრავალჯერადი გამოყენების.
დამფუძნებლების მიზანი ადამიანების აზროვნებისა და ცხოვრების წესის ცვლილება, ანუ მავნე პლასტმასის ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით ჩანაცვლებაა. სწორედ ამ მიზნის მიღწევა იქნება მათი უდიდესი ჯილდო. მართლაც, სულ უფრო მეტი მყიდველი მოდის საქართველოს სუპერმარკეტებში სახლიდან წამოღებული ჩანთით.
კეთილშობილური იდეისა და რეალურად ბიზნესის წარმოების გაერთიანება ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული; რომლებიც თითქოს ყოველ ნაბიჯზე რთულდება. ხშირად, ერთ სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე მსგავსი გამოწვევებია, ამიტომ გამოსავლის პოვნა ერთობლივად შესაძლოა უფრო მარტივი იყოს. სწორედ ამიტომ, გრინპაკმა გადაწყვიტა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩამოეყალიბებინა შემფუთველთა ასოციაცია. EU4Business-ის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის – კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში – ფარგლებში ასოციაციამ კლასტერის მმართველი ორგანიზაციის (PMAG შემფუთველთა კლასტერი) როლი იტვირთა, რითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა მისი გავლენა. შედეგად, დაიწყო თანამშრომლობა არა მხოლოდ შეფუთვების არამედ პირველადი და საბოლოო პროდუქტების მწარმოებლებთან, ასევე სხვა მხარდამჭერ საწარმოებთან; რითაც მნიშვნელოვნად განვითარდა ღირებულებათა ჯაჭვი.
საერთაშორისო გამოცდილება
ამ პროექტის ფარგლებში, გრინპაკს მიეცა შესაძლებლობა უნგრეთში მოენახულებინა მისი მსგავსი კომპანიები. მენეჯერები გაეცნენ შეფუთვის სექტორში არსებულ მოწინავე ტექნოლოგიებს; ეს პირდაპირ ეხებოდა საკითხებს რომელთა გადასაჭრელად გრინპაკი ადრეც იბრძოდა, განსაკუთრებით ნარჩენების სეპარაციას და ეკო-მეგობრულ მასალებს, სეპარირების გამარტივებისთვის.
ამ ვიზიტისას, გრინპაკის წარმომადგენლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ მათ საწარმოს ისეთივე აღჭურვილობა და რესურსები ჰქონდა, როგორიც უნგრულს; რითაც ნათელი გახდა რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესებით, ევროკავშირში ექსპორტი იმაზე ადვილი იქნებოდა ვიდრე წარმოიდგენდნენ. ამ თვალსაზრისით დაიწყო გრინპაკმა სტანდარტიზაციის პროცესის მოკლე ვადაში გავლის გეგმაზე მუშაობა.
სტაჟირების პროგრამა
სტანდარტიზაციის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციაა; განსაკუთრებით, მოვალეობებისა და ფუნქციების სწორი განაწილება კომპანიაში. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტაჟირების პროგრამა. „კლასტერის წევრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მათ სტუდენტებს შესთავაზეს ჩვენს საწარმოებში სტაჟირება. სტაჟირების თანხები პროექტის მხარდაჭერით აანაზღაურა კლასტერმა. გრინპაკი ჩაერთო ამ პროცესში და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე სტუდენტი სამი თვით დაასაქმა.“
ეს პროცესი ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო: სტაჟიორისთვის ეს იყო პირველი სამსახური სადაც მიეცა ის ცოდნა და უნარები, რომელიც სამომავლოდ გამოადგებოდა; კომპანიის მენეჯმენტმა კი ნათლად დაინახა, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
შესაძლებლობების გაუმჯობესება
კლასტერის ინიციატივის ფარგლებში გაანალიზდა გრინპაკის საჭიროებები, მისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, და დაიწყო შესაძლებლობების გაუმჯობესების პროგრამა. აღნიშნულმა პირველ ეტაპზე მოიცვა გაყიდვების სტიმულირება, მენეჯმენტის გაძლიერება, პროექტის მენეჯმენტი, კომუნიკაცია და მარკეტინგი. გრინპაკისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ინსტრუქტორების კვალიფიკაცია და მოდულების შინაარსი: ერთია დაგეგმვა, მაგრამ ყველაფერი განხორციელებაზეა დამოკიდებული. გრინპაკი დარწმუნებულია, რომ ამ დარგის ყველაზე საუკეთესო სპეციალისტებისგან იღებს პრაქტიკულ ინფორმაციას. წინასწარ შედეგების გაზომვა, რა თქმა უნდა რთულია პროგრამა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ რაკი კომპანიისთვის თანამშრომლის კომპეტენციის ამაღლება განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ კუთხით მენეჯმენტს ძალზედ დადებითი მოლოდინები აქვს.
დიგიტალიზაცია
გრინპაკის მენეჯმენტი ხარისხის დიგიტალიზაციას მარკეტინგის რეალური ეფექტურობისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. შესაბამისად, სარგებლობს პროგრამის ფარგლებში გაყიდვების დიგიტალიზაციის მიმართულებით შეთავაზებული შესაძლებლობით.
პირველ რიგში პროექტმა მხარი დაუჭირა კლასტერის წევრებს შორის ციფრული კატალოგის განვითარებას. ამას გარდა, გრინპაკს ჰქონდა შესაძლებლობა გაყიდვების დამატებითი არხებისთვის მიეღო სიტუაციური ან სარეკლამო კონტენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მთელ სოციალურ მედიაში და ბეჭდურ სარეკლამო მასალაში. ამ ინიციატივამ, კომპანიას მისცა დროის და ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობა.
ელექტრონული გაყიდვები
ეს კლასტერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც პროექტმა დაუჭირა მხარი. ვაჭრობის დიგიტალიზაცია ნიშნავს შეფუთვების ელექტრონული გაყიდვების განვითარებას; ელექტრონული სივრცე საქართველოს შეფუთვის სექტორისთვის გაამარტივებს რიგი პრობლემების მოგვარებას და გაზრდის ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ.
საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით, გრინპაკის მენეჯმენტს შეუძლია თქვას, რომ ელექტრონულ გაყიდვებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს, რაკი მათ მცირე რაოდენობის შეკვეთების მქონე მომხმარებლებთან უნდა იმუშაონ. ჩვეულებრივი გაყიდვების ტექნიკა არა ეფექტურია ასეთი მომხმარებლების პროდუქტით უზრუნველსაყოფად: ელექტრონული გაყიდვებით კი ეს პრობლემები მოგვარდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, ამდენად უნდა შეიქმნას ახალი, სრულად ციფრული გაყიდვების ფორმა.
ეს ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ზოგადად მეწარმეობის განვითარებას, რაკი მცირე და საშუალო საწარმოებს ერთ სივრცეში ექნებათ მარტივი წვდომა მათი პროდუქტების შეფუთვის თანამედროვე გადაწყვეტილებებზე, რაც უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის გაძლიერებისთვის.
გლობალური გამოცდილების გაზიარება
კლასტერის მთავარი დანიშნულება სავარაუდოდ საჭირო კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება და მათ შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა. პოზიტიური ასპექტი ის არის, რომ კლასტერები სხვადასხვა ზომისა და გამოცდილების კომპანიებს აერთიანებენ. გრინპაკი ამბობს, რომ ის ხშირად სარგებლობს მისი კონტაქტებით და რომ ასეთ ფირმებთან ნაცნობობას კარგი შედეგები მოაქვს. მაგალითად, ამ წლის დასაწყისში მათ აზერბაიჯანთან დაიწყეს მოლაპარაკება, შეფუთვის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით – მოლაპარაკება წარმატებული იყო, მაგრამ რაკი პროდუქტს ამ ქვეყანაში პირველად აგზავნიდნენ, საჭირო იყო პროცესის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ნათლად განმარტება.
პირველ რიგში გრინპაკმა დაიწყო ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება. ამ სიტუაციაში, ყველაზე ღირებული დახმარება, რომელიც შეიძლება კომპანიამ მიიღოს არის იმ კომპანიის გამოცდილება, რომელმაც ეს პროცესი უკვე გაიარა. გრინპაკმა ისარგებლა შესაძლებლობით, გაეზიარებინა ამგვარი გამოცდილება კლასტერის პლატფორმის მეშვეობით და მიიღო მარტივი, სასარგებლო და ზუსტი რჩევა, შესაფუთი მასალების მწაროებლი კომპანია კავკასპაკისაგან, რამაც საშუალება მისცა თავი აერიდებინა ზედმეტი ბიუროკრატიისთვის. აღნიშნულზე დაყრდნობით, გრინპაკმა შეძლო ხელი მოეწერა კონტრაქტისთვის – აზერბაიჯანში მრავალჯერადი მოხმარების ეკო მეგობრული ჩანთების და ბიოდეგრადირებადი ქაღალდის შეფუთვების გატანის შესახებ. ამგვარი “ინტერნაციონალიზაცია“ გრინპაკის მენეჯმენტს საწარმოს დამატებით გაფართოების საჭიროებაზე აფიქრებს, რასაც მისთვის მოაქვს დამატებითი ღირებულება, მეტი სამუშაო ადგილი, რეგიონისთვის ეკო მეგობრული შეფუთვები და გარემოსთვის ნაკლები დაბინძურება.
ეს გრინპაკისათვის ახალი ეტაპის დასაწყისია, ის ხდება რეგიონალური მოთამაშე ეკო შეფუთვების მიმართულებით, კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ეტაპი სავსე იქნება ახალი შესაძლებლობებითა და გამოწვევებით. კლასტერი შეუერთდა მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაციას, რომელიც სთავაზობს გამარტივებულ წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე. თავად პროექტმა გააძლიერა კლასტერი ამ თვალსაზრისით და დაიწყო საგრანტო სქემა ფირმებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად, გაფართოვების დაფინანსების, თანამშრომლობის ხელშეწყობის, ბიზნესის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ხარისხის კონტროლის სქემების და ინოვაციების, გარემოზე ზემოქმედების შემცირების და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების დაფინანსებისთვის სტრატეგიული ინვესტიციების უზრუნველყოფის მიზნით.
გრინპაკი გეგმავს ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას. ასეთი მაგალითები თვალნათელს ხდის კლასტერის – როგორც თანამშრომლობის პლატფორმის ეფექტურობას, ააქტიურებს მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალს, გამოწვევებზე რეაგირებისა და შესაძლებლობებით სარგებლობის მიმართულებით. კომპანია მოელის მეტ განვითარებას კლასტერში, რომელიც უკვე აკრედიტებულია European Cluster Excellence Initiative (EICI) BRONZE Label “Striving for Cluster Excellence,” – ით (კლასტერების სრულყოფის ევროპული ინიციატივა, ბრინჯაო, „სწრაფვა კლასტერების სრულყოფისაკენ“), რითაც გვევლინება საქართველოში ერთადერთ კლასტერად, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.