fbpx
Skip to main content

ევროკავშირის/გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (EU/UNEP) აცხადებს ინტერესთა გამოხატვას: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში „მწვანე“ პრაქტიკის დანერგვა

17/07/2020

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში, ეძებს განმახორციელებელ პარტნიორს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში „მწვანე“ პრაქტიკის დანერგვის მიზნით ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად.

მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამ სექტორში დასაქმებულია ადგილობრივი შრომისუნარიანი მოსახლეობის 67% და მთლიანი დამატებული ღირებულების 62% იქმნება. ეკოლოგიური ინოვაციები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, უფრო „მწვანე“, რესურსეფექტიან და სამართლიან ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ინსტრუმენტად ითვლება. ეკოლოგიური ინოვაციები მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება საჭირო რესურსების და ნარჩენების შემცირებაში, მასალების აღდგენაში, აგრეთვე პროდუქციის/მომსახურების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებაში. ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჩართულობით და მრავალი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) საერთაშორისო დონის ეკო-ინოვაციური მიდგომა შეიმუშავა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ეძებს ადგილობრივ განმახორციელებელ პარტნიორს, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ეკო-ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის ღონისძიებებს. სამუშაოები ჩატარდება ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან კონსულტაციებით.

მოთხოვნები მონაწილეობის მისაღებად

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტთა ჯგუფებს, უნივერსიტეტებს და სამეცნიერო ცენტრებს. სასურველია, რომ პრეტენდენტი იყოს საქართველოში მოქმედი ორგანიზაცია, თუმცა განაცხადები სხვა ქვეყნების ორგანიზაციებისგანაც მიიღება.
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს გამოცდილება მდგრად მოხმარებასა და წარმოებაში, რესურსების ეფექტიანობასა და/ან ცირკულარულ ეკონომიკაში.
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს კავშირები სქართველოს ხელისუფლებასთან, კერძო სექტორისა (განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების) და/ამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
  • პრეტენდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ და ქართულ ენებს. სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

დამატებითი ინფორმაციისათვის: https://bit.ly/2Z3Q2mU