ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში ბათუმში 50-ზე მეტი ქუჩის კატა და ძაღლი გამოიკვება.
ცხოველები „ბლექსი“ კოლეჯის ახალგაზრდული კლუბის, „ევრიკას“ წევრებმა გამოკვებეს. მათი მიზანი უსახლკარო ცხოველების მოვლის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება იყო.
აქცია ჩატარდა „კეთილ საქმეთა თვის“ ფარგლებში, რომელიც არაფორმალური განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა, „მზიანმა სახლმა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გამოაცხადა. ინიციატივას მთლიანობაში ცხრა კოლეჯი და პროფესიული სასწავლებელი შეუერთდა.
ევროკავშირისა და UNDP-ის პროექტი, „უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“, ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას და ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის და პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი