ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და CENN გარემოსდაცვითი დღეების აღსანიშნავად აცხადებს საგრანტო კონკურსს წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ეს წალკაა ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერას და განხორცილებას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სკოლების მიერ წარმოდგენილ ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებული იქნება წალკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნაზე (იხ. გარემოსდაცვითი დღეების სია).
უპირატესობა მიენიჭება ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება:
- მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა სკოლასთან ან სკოლებთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაზე;
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაზე;
- მოწყვლად ჯგუფებთან (გოგოები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, ეკომიგრანტები, სხვ.) თანამშრომლობით გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაზე;
- ერთზე მეტი გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნაზე.
ინიციატივები უნდა იყოს მიმართული წალკის მუნიციპალიტეტზე.
ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 1,000 ევროს ექვივალენტს ლარში.
შემოთავაზებული განაცხადით გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა უნდა განხორცილდეს 2021 წლის აპრილიდან – 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდში.
ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა
წალკის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ სკოლას.
ერთ აპლიკანტს აქვს მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანის უფლება.
ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ
საკონკურსო ინიციატივა წარმოდგენილი უნდა იყოს დანართ 1-სა და 2-ში მითითებული ფორმის მიხედვით.
დანართი 1. საკონკურსო განაცხადის სააპლიკაციო ფორმა
დანართი 2. საკონკურსო განაცხადის ბიუჯეტი
დანართი 3. განაცხადის შეფასების კრიტერიუმები
ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ
საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე.
განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: marie.kikvadze@cenn.org. გამოგზავნისას სათაურის ველში უნდა მიუთითოთ
გარემოსდაცვითი დღეების აღნიშნვა
კონკურსი წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის.
განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.tsalkalag.ge
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სრული განაცხადი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 5 აპრილი, 2021 წ. 18:00 სთ.
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
წინამდებარე კონკურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარი კიკვაძეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marie.kikvadze@cenn.org
პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო პირები:
მელანო ტყაბლაძე, პროექტის „ეს წალკაა“ მენეჯერი, CENN, melano.tkabladze@cenn.org
მარი კიკვაძე, კომუნიკაციის მენეჯერი, CENN, marie.kikvadze@cenn.org
გარემოსდაცვისშესაძლებლობა, ენპარდისშესაძლებლობა, ლაგისშესაძლებლობა, სოფლისგანვითარებისშესაძლებლობა