fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით ბორჯომის მუნიციპალიტეტი COVID-19-ის პირობებში ტურიზმის გენერალურ გეგმას ასრულებს

17/07/2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, დაამტკიცა ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ასახავს პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისის გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს ადგილობრივი ტურიზმის სფეროში.

გენგეგმა წარმოადგენს სიღრმისეულ სახელმძღვანელოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის სექტორის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ტურიზმის სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გაიგეთ მეტი: აქ.(link is external)

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ: აქ (ინგლისური)(link is external) ან აქ (ქართული)