ევროკავშირი და “FinExCoop საქართველო” ფერმერებს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას უზიარებენ
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), Agro Art და ფერმერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წალკაში, სოფელ არწევანში, კარტოფილის და ჭარხლის სადემონსტრაციო ნაკვეთს ეწვივნენ.
სადემონსტრაციო დღე ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „AFD-ENPARD-ის სოფლის მეურნეობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის პროგრამა, მცირე, ნახევრად კომერციული მეურნეობისთვის და კოოპერატივებისთვის“ (FinExCoop Georgia) ფარგლებში და მიზნად ისახავდა ქართველი ფერმერებისათვის, კარტოფილისა და საკვები ჭარხლის ექსპერიმენტული, სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის თესლის გაცნობას.
FinExCoop-ს გააჩნია მანდატი, ფერმერებს გაუწიოს ტექნიკური დახმარება, ის ახორციელებს ტესტირების, ტრენინგის და გადაცემის სტრატეგიას. იგი ქართულ საპილოტე, ექსპერიმენტულ პლათფორმებში ამოწმებს წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორების და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ახალი სოფლის მეურნეობის აღჭურვილობებს, ამზადებს ექსტენციონისტებს და ფერმერებს მათი გამოყენებისთვის. FinExCoop-ი ცნობიერების ამაღლების აქტივობებით საუკეთესო პილოტირებულ შედეგებს იღებს ფერმერების დიდ ნაწილზე.
საპილოტე პროექტ არწევანის შემთხვევაში, ადგილობრივმა ფერმერმა მიიღო ჰექტარზე 30 ტონა ოთხი სახეობის კარტოფილის თესლი, რაც სამჯერ აღემატება რეგიონალურ მაჩვენებელს (2019 წელს, 11 ტონა ჰექტარზე ქვემო ქართლი, საქსტატის მიხედვით), იმისდა მიუხედავად, რომ სექტემბერში მან განზრახ შეაჩერა მათი ზრდა ღეროების მოჭრით და მორწყვით, რადგან ტუბერები მცირე ყოფილიყო შემდგომი დათესვისთვის. საკვები ჭარხლის ხუთი სახეობის მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით 80 ტონა იყო, რაც სამჯერ აღემატება რეგიონალურ მაჩვენებელს (ქვემო ქართლის ფერმერთა ანგარიშის საფუძველზე) და რომლის შედეგებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფერმერებზე.
მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ფერმერებმა თავიანთი ბაღების და ველების ნაწილი დაუთმონ ამ ახალ ჯიშებს, რომლებიც ძალიან პროდუქტიულია და არ საჭიროებს დამუშავებას და მოსავლის აღებას მძიმე ტექნიკით, როგორც ეს ხდება საკვები სიმინდის სილოსის შემთხვევაში.
პროექტის FinExCoop Georgia-ს გუნდის ხელმძღვანელმა კრისტოფ კორდონიემ, აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სადემონსტრაციო ნაკვეთები საქართველოსთვის: „ექსპერიმენტული სამუშაოებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების გამოყენებით, პროექტს ეძლევა შესაძლებლობა წარმოუდგინოს ფერმერებს ევროპის წამყვან ქვეყნებში დანერგილი საუკეთეო პრაქტიკები. გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მითითებების დაცვით, FinExCoop გუნდმა საქართველოს სოფლებში ფერმერებისთვის თესლის მიწოდება მაინც შეძლო.“
ევროკომისიის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა ჟორჟ დეუმ ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა ფერმერთა ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით დემონსტრაციიდან მიღებული გაკვეთილების გავრცელების მნიშვნელობას. ჟორჟ დეუმ სადემონსტრაციო ნაკვეთების შემუშავებაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან, AFD-სთან და FAO-სთან თანამშრომლობის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება.
საქართველოში FAO-ს სოფლის მეურნეობის და განვითარების პოლიტიკის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა მონაწილეების გააცნო FAO-ს მისია საქართველოში და ამ კონკრეტულ რეგიონში. მან ასევე განმარტა, თუ რა აქტივობებს ატარებენ ისინი კარტოფილის წარმოების დარგში და მხარი დაუჭირა იდეას თანამშრომლობის შესახებ, რადგან გაიზარდოს ფერმერების შემოსავალი.
გუნდის ხელმძღვნელის მოადგილემ ირაკლი ხეროდინაშვილმა და ფერმერმა მურთაზ წულუკიძემ, შეაჯამეს დღე და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, სამუშაო პროცესის მიმდინარეობა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, თანამშრომლობის პროცესი, მათ მიერ მიღწეული წარმატებები და შემდგომი თანამშრომლობის საჭიროება.
პროექტი „AFD-ENPARD-ის სოფლის მეურნეობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის პროგრამა, მცირე, ნახევრად კომერციული მეურნეობისთვის და კოოპერატივებისთვის“ (FinExCoop Georgia) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და Agence Française de Développement (AFD) მიერ და მას ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსთა და მენეჯმენტის სკოლა, Mercy Corps-ის, RDFG-ის და Chambre Agriculture de Loiret-ის პარტნიორობით. ოთხწლიანი პროექტი „ფინანსები, გაფართოება და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის (FinExCoop Georgia), რომლის ჯამური ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში. ეს პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებას და მცირე მასშტაბის კომერციული ფერმერების ბაზარზე შესვლას. პირველი კომპონენტი დაფინანსებულია AFD–ს შვილობილი კომპანიის Proparco–ს მიერ, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის, აგროკრედიტის ხაზი ორ მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე გაიცა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
საკონტაქტო პირი:
თინათინ ჭულუხაძე, მერსი ქორფსი, FinExCoop საქართველო, 599 201555, Tichulukhadze@gmail.com