fbpx
Skip to main content

ევროკავშირი საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს

02/06/2022

18 მაისს, თბილისში ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 2022-2024 წლებში განხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებასა და მეწარმეობას და დაეხმარება მათ კარიერის მართვის უნარების განვითარებაში. პროგრამა ფოკუსირებული იქნება შრომითი პოლიტიკისა და ბაზრის მიმართულებით წამყვანი ინსტიტუტების შესაძლებლობათა განვითარებაზე.

უმუშევრობა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, უმუშევრობის მაჩვენებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აქ საგრძნობლად მაღალია, ვიდრე ევროპის დანარჩენ  ქვეყნებში. ახალგაზრდების უმუშევრობის საერთო დონე საქართველოში 30%-ია.

სასტარტო ღონისძიებაზე, პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა, ბ-მა თომას ჰაინლენმა, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისა და ახალგაზრდების დასაქმებისაკენ მიმართულ პროგრამებში საკუთარი, აქტიური წვლილის შეტანისაკენ.

„ეს პროგრამა უამრავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მონაწილე ქვეყანას. შესაბამისად, მხოლოდ პროგრამათა განმახორციელებლებისა და დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, აღნიშნა ბ-მა ჰაინლენმა.

გუნდის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების დასაქმების საკითხებზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და განიხილეს  ახალგაზრდების დასაქმების, ინსტიტუციური თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობა. ასევე, აღინიშნა და განხილულ იქნა ამ სფეროში არსებული პრობლემები, გამოწვევები და პროგრამის პოტენციალი ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო კონკრეტული ინსტრუმენტებისა და საუკეთესო გადაწყვეტების მოძიების კუთხით.

პროგრამა „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“ ფოკუსირებულია შემდეგზე:

  • ახალგაზრდების კარიერის მართვის უნარების განვითარების ხელშეწყობა;

საჯარო, კერძო და არასამთავრობო ინსტიტუტებს შორის სექტორთაშორისი პარტნიორობის და სტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება ევროპული პოლიტიკისა და მმართველობის ცოდნის გაღრმავება EaP ახალგაზრდებში. პროგრამა ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. აღნიშნული ინიციატივა  ხორციელდება პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტოს (CPMA) მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 2024 წლის ბოლომდე.