fbpx
Skip to main content

ევროკავშირი უზრუნველყობს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირებისთვის შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას

17/07/2020

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსდა 8 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის სოციალური სერვისების დანერგვასა და გაუმჯობესებას საქართველოში. შედეგად, შეიქმნა როგორც დღის ცენტრები, ისე ცენტრები ადრეული განვითარებისა და სმენისა და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. გაიგეთ მეტი ვიდეოში.

პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას.