fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის 860 000 ევროს ოდენობის, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა

17/07/2020

პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამსამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერე, ჭიათურა და ტყიბული მუნიციპალიტეტებში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან ანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 03.08.2020 (18:00 სთ თბილისის დროით).

მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ / უნდა წარმართონ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ტურიზმი საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის. პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს ეკონომიკის გაჯანსაღების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების  საქმიანობის გაფართოვების ხელის შეწყობის მიზნით. ჩვენი ყურადღება გამახვილდება ეკომეგობრულ და საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინიციატივებზე“.

ერთობლივი ევროპული ძალისხმევით, შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ტურიზმის მდგრად განვითარებას საქართველოში. ტურიზმს ნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქმნის სამუშაო ადგილებს. COVID-19 კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ სექტორს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მხარდაჭერის აქტუალობას. ტურიზმის განვითარების ინიციატივით, არჩეულ მუნიციპალიტეტებში, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა მდგრადი სამთო ტურიზმის სფეროში. აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრმმა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: “ავსტრიისთვის პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს მდგრადი სამთო ტურისმის სფეროში საქართველოსთან კოლაბორაცია. კრიზისის პერიოდში, ნათლათ დავინახეთ, რომ აღნიშნულ სფეროში მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარების ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და აღნიშნულ სფეროში შემოსავლების გამომუშავებას შემდეგ რეგიონებში: სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ზემო იმერეთი. მიგვაჩნია, რომ რეგისტრირებული კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის / ფიზიკური პირებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და გამოცდილების გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ეკონომიკური სიტუაციის გასაჯანსაღებლად“.

განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა განთავსებულია ონლაინ, ამ ბმულზედეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

აპლიკანტები და სხვა დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან კითხვა-პასუხის სესიაზე, რომელიც ჩატარდება ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით ყველა ზემოაღნიშნულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში:

10.07.2020 – მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრი / 10:00 სთ

13.07.2020 – ონის საზოგაცოებრივი ცენტრი / 11:00 სთ

14.07.2020 – ამბროლაურის მერიის შენობა / 11:00 სთ

15.07.2020 – ცაგერის მუნიციპალიტეტის შენობა / 11:00 სთ / ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცენტი / 15:00 სთ

16.07.2020 – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეტია / 11:00 სთ

17.07.2020 – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია / 11:00 სთ / ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 15: 00 სთ

ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ

GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

  • ტექნიკური კითხვები: თამარ ჭელიძე, ტურიზმის პროექტის მენეჯერი GRETA, 591 44 83 02, Tamar.chelidze@ada.gv.at(link sends e-mail) 
  • მედიასთან ურთიერთობა: ანა ქაბზინაძე, კომუნიკაციის ექსპერტი GRETA, 577 777 163, ana.kabzinadze@ada.gv.at