fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემოწმების მოწყობილობები გადასცა

18/07/2020

6,348 ევროს (21,580 ლარის) ღირებულების ტექნიკა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.

თბილისის აეროპორტში გაიმართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 60 ერთეულ მოწინავე სასაზღვრო კონტროლის მოწყობილობა გადასცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.

დოკუმენტების შემოწმების დანადგარები, საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს საკვანძო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, სწრაფად განახორციელონ პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების დამცავი მახასიათებლების შემოწმება. ხოლო, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, აღნიშნულ მგზავრებს გადაიყვანენ ე.წ. მეორად ინსპექტირებაზე და შემოწმებაზე.

დიდ ბრიტანეთში წარმოებული დოკუმენტის შემოწმების მოწყობილობები წარმოადგენს სამმაგი ფუნქციის მქონე ინსტრუმენტს და აღჭურვილია ულტრაცისფერი ნათურით, ე.წ. თეთრი ნათურით და ჰალოგენური ნათურით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის მახასიათებლების შესამოწმებლად.

აღნიშნული მოწყობილობების გადაცემა მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროგრამის ფარგლებში, რომლის დახმარებითაც საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროსთვის უკვე გადაეცემა 10 მილიონი ევროს (34 მილიონი ლარი) ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა.

ევროკავშირის დახმარებით, უკანასკნელ წლებში ასევე გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორადი ინსპექტირების შესაძლებლობები. შედეგად, ყველა მნიშვნელოვან სასაზღვრო გამტარ პუნქტში წარმოდგენილია აპარატურა, რომელიც სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმების და გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს გადაცემული აღჭურვილობა საშუალებას მისცემს მათ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდნენ უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის კუთხით ეს მეტად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველყოფის მიმართულებით ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს”, განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის რწმუნებულმა მონიკა ჩაკმა.

დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგელობა, Mikadze@eeas.europa.eu
  • ანა კაკუშაძე, მედიისა და კომუნიკაციის ოფიცერი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, akakushadze@iom.int

გთხოვთ ეწვიოთ: www.informedmigration.ge.