fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა COVID-19-ის პერიოდში ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ ვებ-გვერდი განათავსა

17/07/2020
ფინანსებზე წვდომა, ახალ რეგულაციებთან ადაპტირება და ბაზრის ცვლილებებთან გამკლავება – ეს არის  იმ გამოწვევების ნაწილი,  რომლის წინაშეც აღმოჩნდა ბიზნესი COVID-19-ის კრიზისის დროს.  EU4Business (ევროკავშირი ბიზნესისთვის) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის  სპეციალური ვებგვერდი, COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს აერთიანებს.
 EU4Business პროგრამის ფარგლებში, ვებგვერდი ასახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს, როგორებიცაა:
  • ბიზნესის ანტიკრიზისული მხარდაჭერის სერვისები :  ტრენინგები,ექსპერტთა კონსულტაციები;
  • შვიდი პარტნიორი ბანკის მეშვეობით, ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა, მათ შორის ევროკავშირის გარანტიიდან გამომდინარე უფრო მაღალრისკიან ლარში გაცემულ სესხებზე წვდომა;
გარდა ამისა, ვებგვერდზე განთავსებულია ბიზნესისთვის განკუთვნილი ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
EU4Business-ის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ს კრიზისის საპასუხოდ გათვალისწინებული საგანგებო დახმარების 400 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტის ფარგლებში.
2009 წლიდან დღემდე, 40 000-ზე მეტ კომპანიას საქართველოში მიღებული აქვს EU4Business-ის მხარდაჭერა, სესხების, ტრენინგების და კონსულტაციების ჩათვლით.
EU4Business -ის  შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://eu4business.eu/ka/georgia