24-25 ოქტომბერს ევროპის დღე ქუთაისში აღვნიშნეთ – ცოდნისა და ტრადიციების მქონე ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში. იხილეთ ევროპის დღის ფოტოები აქ.
ევროპის დღის აქტივობები
24 ოქტომბერი
12:00 – 18:00 – კაფე “ლილესთან” – ევროპის დღის ბაზარი წარმოგიდგენთ ადგილობრივ არტიზანულ პროდუქტებს და უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს.
12:00 – 18:00 – ლენის აკადემია – გოეთეს ინსტიტუტის და ლენი აკადემიის მუსიკალური და ცეკვის მასტერკლასები.
15:00–16:30 – რესტორანი “გალა” – საუბრები: ქალები ცვლილებებისთვის
ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
15:00–18:00 – სასტუმრო სოლომონი
აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“
მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
17:00–18:30 – “წიგნების თაობა”
ფოტოგამოფენა “10 წელი ფოკუსში”
ვიზუალური მოგზაურობა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს.
17:00–18:30 – სასტუმრო სოლომონი – “შეამცირე სტერეოტიპების გავლენა”
ევროპის საბჭო ჩაატარებს ინტერაქტიულ სესიას ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან და რუსუდან კვაჭანტირაძესთან ერთად.
19:00–21:00 – კლუბი “რეფლექტორი”
დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ქუთაისური ტალღა”
რეჟისორი: ანა აბაკელია. ფილმი შექმნილია ევროკავშირის EU4Culture პროექტის მხარდაჭერით. ფილმი ასახავს 1990-იანი წლების ქუთაისის ალტერნატიულ კულტურულ მოძრაობას.
25 ოქტომბერი
12:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
შემეცნებითი თამაშები – ევროკავშირის პროექტების მიერ მომზადებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის.
13:00–17:00 – კაფე “დები”
ევროპული გემო
გაეცანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარ სამზარეულოს.
13:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“
#კოსმორჩევები – საბავშვო კითხვის საათი
საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი – ია გაბუნია წაიკითხავს წიგნს “სად გაქრა დედამიწა?”, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებასა და გარემოს.
13:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ –
ურბანული სივრცეების გამწვანება
ფლორისტი და სტარტაპის დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპს, რომელიც მონაწილეებს ასწავლის ურბანული გამწვანების მარტივ და შემოქმედებით მეთოდს – ‘Seed Bomb’-ის ტექნიკას.
14:00–15:00 – “წიგნების თაობა” –
ზურა ბალანჩივაძე მოგვითხრობს უცნობ ისტორიებს ნიკო ნიკოლაძის შესახებ
როგორი იყო ნიკო ნიკოლაძის ქუთაისი და საქართველო? რამდენად აქტუალურია მისი ნააზრევი და გაკეთებული საქმეები დღეს – ამ ყველაფერზე ჟურნალისტი და გიდი, ზურა ბალანჩივაძე ისაუბრებს.
13:00–17:30 – “წიგნების თაობა”
ევროპული ლიტერატურის პერსონაჟები
ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების ამბების თხრობა, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები.
14:30–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ –
„ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ“
მონაწილეები გაიგებენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადამიანები ჰაერის დაბინძურებაზე, როგორ აღიქვამენ რისკებს, რა დამცავ ზომებს იღებენ, რა უბიძგებთ ქმედებისკენ და რა ნაბიჯები იგეგმება ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
15:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ –
თოჯინების წარმოდგენა კლიმატზე და მეგობრობაზე
თოჯინების ცოცხალი წარმოდგენა გააერთიანებს თხრობასა და მუსიკალურ ელემენტებს.
15:00–16:30 – ქუთაისის ოპერის თეატრი –
საფეხმავლო ტური: გამორჩეული ქალების კვალდაკვალ
იმოგზაურეთ წარსულში და მოინახულეთ ქუთაისი ლია უკლებასთან ერთად.
15:00–17:00 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
საგანმანათლებლო თამაში “წიგნების თარო” შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიურ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია და ლიტერატურა საინტერესო და სახალისო გზით.
15:30 – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“
სოციალური საწარმო VINTYLATOR – ის მწვანე მოდის ვორქშოპი
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გადააქციონ ტექსტილის ნარჩენები ცხოველების სათამაშოებად, გასაღების საკიდებად ან უნიკალურ დეკორატიულ ნივთებად.
17:00–18:00 – კრუკოვსკის კვლევითი ცენტრი –
“ქუთაისის 4000-წლიანი ისტორია – ევროპის უძველესი დასახლებული ადგილი”
კრუკოვსკის კვლევითი ცენტრი მოგიყვებათ არქეოლოგიური გათხრების აღმოჩენების შესახებ.
18:00–21:00 – “კოლიზეუმი”
კონცერტი ყველასთვის საყვარელი ქართული ჯგუფის Mechanical Rainbow-ს და Will Kolak-ის შესრულებით
18:00–21:00 – “კოლიზეუმი”
კონცერტი ყველასთვის საყვარელი ქართული ჯგუფის Mechanical Rainbow-ს და Will Kolak-ის შესრულებით
18:00–21:00 – “კოლიზეუმი”
კონცერტი ყველასთვის საყვარელი ქართული ჯგუფის Mechanical Rainbow-ს, Will Kolak-ისა და სკოლა “პროგრესის” ბენდის შესრულებით
წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.