fbpx
Skip to main content

ვებინარი: აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყნების მიერ დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ჰორიზონტი 2020-ის მწვანე შეთანხმების ფარგლებში

14/09/2020

ევროპის კომისია ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმატებულ მონაწილეობას ევროკავშირის ჩარჩო და ევროპის სამეცნიერო–კვლევითი სივრცის (European Research Area (ERA)) პროგრამებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მკვლევარებსა და ინოვაციების სფეროს აქტორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სთავაზობს მხარდაჭერას ჰორიზონტი 2020-სა (Horizon 2020)  (ბოლო კონკურსი) და ევროპის ჰორიზონტისათვის (Horizon Europe) განაცხადებების მომზადებაში. კერძოდ, ევროპის კომისია ხაზს უსვამს ამბიციური ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ევროპის კომისიის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისი იწვევს მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ჰორიზონტი 2020-ის მწვანე შეთანხმების ფარგლებში განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმარდება 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში.

მწვანე შეთანხმების შესახებ ტრენინგი შედგება სამი სესიისაგან, რომელთა მიმდინარეობისას სხვადასხვა პერსპექტივიდან იქნება განხილული მწვანე შეთანხმების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. პირველი სესია მოიცავს ზოგად მიმოხილვას, ხოლო მე-2 და მე-3 სესიებზე განხილული იქნება უფრო დეტალური ინფორმაცია და განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული ზოგადი ასპექტები. ღონისძიების მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას, ბმულებს სხვა შესაბამისი ღონისძიებების, საინფორმაციო წყაროებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობების შესახებ. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც სამივე, ისე შერჩეულ ერთ ან ორ სესიაში. მწვანე შეთანხმების შესახებ ვირტუალური ტრენინგის პირველი სესია გაიმართება 2020 წლის 18 სექტემბერს.

განაცხადების მიღება:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://secure.pt-dlr.de/pt-conference/conference/TR_Nov_20