fbpx
Skip to main content

კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის მაღალ დონეს COVID-19 შესახებ და დადებით დამოკიდებულებას პანდემიასთან საბრძოლველად გატარებული ზომების მიმართ

17/07/2020

COVID 19 – ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მხარეებს ონლაინ ფორმატში წარედგინათ საქართველოში, კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის შედეგები. კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის სამი ტალღა, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითო კვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს ყველა რეგიონს (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) მოიცავდა. შედეგად გამოვლინდა:

  • გამოკითხულთა უმრავლესობა (76-84%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ COVID-19 გავრცელების პრევენციისათვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. ამ პროცესში ჩართული სამთვრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც მაღალია.
  • მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის COVID-19 სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%
  • ზე მეტი მიმართავს. – ნაკლებად გავრცელებული სიმპტომების შესახებ ცოდნა უფრო დაბალია და შესაბამისად, გამოკითხულ მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
  • კვლევამ ზომიერად ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოავლინა, იმაზე თუ როგორ უმკლავდება მოსახლეობა კორონავირუსს

დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია. კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე.

კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე. –  „ევროკავშირი საქართველოს COVID-19 კრიზისთან დასაძლევად სხვადასხვა გზით ეხმარება. ეს კვლევა 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. შემდეგ კვირაში საქართველო დიდი ოდენობით სამედიცინო პირად დამცავ საშუალებებს მიიღებს. კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის არამხოლოდ კრიზისის მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად, არამედ სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. რეალობის ამ ფორმით შესწავლა გვეხმარება, მოსახლეობის მოლოდინსა და დამოკიდებულებას ზუსტად მოვარგოთ სამომავლო ინტერვენციები. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება.“

საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დონორები და შედეგები გამოიყენება COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად და რისკების კომუნიკაციისა და თემის ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.

სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. – „ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყნამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა.“

ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. – „პანდემიის დაწყებიდანვე გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია, რათა ქვეყანას შეძლებოდა უკეთ დაეკმაყოფილებინა გადაუდებელი საჭიროებები და უფრო  მედეგი გამხდარიყო საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასანკლავებლად. ჯანმოსა და ჩვენს დონორებთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში, რომელსაც სამინისტრო მალე დაამტკიცებს. ეს პროცესი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა, რაც შემდგომი დახმარებისა და ინტერვენციის დასახვეწად გამოიყენება.“

აღნიშნული სამი ტალღის გარდა, დამატებით, ეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით,  მიზანმიმართული კვლევა ჩატარდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. შედეგები მალე გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu(link sends e-mail)
  • კახა ღვინიანიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში. gvinianidzek@who.int(link sends e-mail)
  • ეკა ლომიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში. ekalomi@gmail.com(link sends e-mail)    551150773
  • მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში mkurtsikidze@unicef.org