კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით
ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს 2026 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.
ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმის ისევე როგორც ევროპული სტანდარტების მიმართებაში (ევროკავშირის კანონთა კრებული – acquis) საქართველოს წინსვლა შეფასება მოიცავს პერიოდს მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ (2025 წლის 4 ნოემბერს მიღებული). წინსვლა შეფასდება კონკრეტული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი ინსტიტუციური სტრუქტურების მიხედვით. ანგარიშგება 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მივესალმებით თქვენს მონაწილეობას წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით, რათა ეს მასალები ჩვენი ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოვიყენოთ.
წერილობითი მასალები სათაურით: მასალები საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიშისთვის (თქვენი ორგანიზაციის სახელი) 2026 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu.
გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საჯარო კონსულტაციებს გამართავს:
| ორშაბათი, 30 მარტი | |
| 14:00 – 15:30 | კონსულტაცია I: სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები • სასამართლო სისტემის ფუნქციონირება • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა • ძირითადიუფლებები • გამოხატვისთავისუფლება• საჯარო ადმინისტრირების რეფორმა |
| 16:00 – 17:30 | კონსულტაცია II: სამართალი თავისუფლება და უსაფრთხოება • სერიოზული და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თანამშრომლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში • ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის პრევენცია• ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, თავშესაფარი, სავიზო პოლიტიკა, შენგენის სივრცის მართვა და გარე საზღვრები |
| პარასკევი 3 აპრილი | |
| 10:00 – 11:30 12:00 – 13:30 | კონსულტაცია III: მწვანე დღის წესრიგი, მდგრადი კავშირები და სოფლის მეურნეობა• სატრანსპორტო პოლიტიკა • ენერგეტიკა • ტრანსევროპული ქსელები • გარემო და კლიმატის ცვლილება• სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება • კვების ღირებულების მდგრადი ჯაჭვებიკონსულტაცია IV: შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა• საქონლის, მუშახელისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება• კონკურენციის პოლიტიკა• მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა• ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა• სოციალური პოლიტიკა და დასაქმება• მეცნიერება და კვლევა• განათლება და კულტურა |
თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ ოთხშაბათამდე, 25 მარტამდე, შეგვატყობინეთ და მიუთითეთ რომელ სესიაზე გსურთ დასწრება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu
თითო ორგანიზაციის მონაწილეობა ერთი ადამიანით შემოიფარგლება. სამუშაო ენა იქნება ინგლისური.
კონსულტაციამდე მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას ლოჯისტიკური დეტალების მითითებით.