fbpx
Skip to main content

ცხადდება მიღება პროგრამირების შემსწავლელ პროგრამაზე

13/08/2025

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 15-17 წლის ახალგაზრდებისთვის ცხადდება მიღება საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ პროგრამირება და განივითარონ ტექნოლოგიური უნარები. აღნიშნული პროგრამა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

რას მოიცავს პროგრამირების კურსი?

კურსი ითვალისწინებს პროგრამირების 8-თვიან სრულად დისტანციურ სწავლებას. კურსი ჩატარდება პროგრამირების მიმართულებით საქართველოში მოქმედი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. სწავლება დაფუძნებულია თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებზე, რაც მონაწილეთა სათანადო პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს, ისე რომ არ მოუწიოთ რეგიონის დატოვება;
  • ისარგებლონ მენტორის ინდივიდუალური მხარდაჭერით;
  • გაიარონ პრაქტიკული სტაჟირება საქართველოს წამყვან კომპანიებში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არიან 15-17 წლის ასაკის;
  • ცხოვრობენ ონის, ცაგერის, ლენტეხის ან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში;
  • აქვთ მაღალი მოტივაცია და მზაობა გასწიონ ძალისხმევა პროგრამირების შესასწავლად. 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ორი ეტაპის გავლა:

I ეტაპი – განცხადების ფორმის შევსება
გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/GaUkK3ptJZk4kSZA9 

II ეტაპი – გასაუბრება
აპლიკანტებს, რომლებიც განაცხადების გადარჩევის შემდგომ გადავლენ მეორე ეტაპზე, ჩაუტარდებათ გასაუბრება დისტანციურ ფორმატში.

გაითვალისწინეთ:
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია – პროგრამით სარგებლობას შეძლებს  მაქსიმუმ 20 მონაწილე.

📅 რეგისტრაცია  მიმდინარეობს 22 აგვისტომდე (23:59 სთ)! 

პროგრამირების სკოლაში სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: მობ: +995 597 91 77 06; ელ.ფოსტა: studentsitschool@gmail.com 

საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია „ჩვენ ვქმნით მომავალს“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD IV) ფარგლებში. 

თუ გსურს მიიღო ხარისხიანი განათლება და გადადგა პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სფეროში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!