fbpx
Skip to main content

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევად

06/10/2020

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” (PIN) აცხადებს კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად, რეგიონული პროექტის “COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამა 2020-2022” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.

თუ თქვენ:

წარმოადგენთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს

მუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:

  • სოციალური მომსახურების
  • უფლებათა დაცვის
  • განათლების სფეროში და
  • ეკონომიკური აღდგენა

თქვენს სამიზნე აუდიტორიას კი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოფლად და რაიონული ცენტრიდან მოშორებულ მცხოვრებ, იძულებით ადგილნაცვალ და მოწყვლად ოჯახებს.

თუ გსურთ შეამციროთ COVID-19-ით გამოწვეული ზიანი თქვენს სამოქმედო გეოგრაფიულ არეალში,

მაშინ ეს თქვენი შესაძლებლობაა!

საპროექტო განაცხადის ფორმის და შესაბამისი დოკუმენტების ნაკრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ოქტომბერი, ელექტრონულ მისამართზე: geo.covid@peopleinneed.cz

                         საგრანტო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ: “COVID-19 Solidarity Programme – Round 2”.ავტორი: რამაზ ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი