ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, გურიის რეგიონს ეწვია. ვიზიტის დროს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისადმი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა ევროკავშირის ვალდებულებას ინკლუზიური რეგიონული განვითარების მიმართ და გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პაველ ჰერჩინსკი შეხვდა ადგილობრივ პარტნიორებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით სარგებლობენ.
„დიდი სიამოვნებაა გურიაში სტუმრობა. პროექტები, რომლებსაც ვესტუმრეთ და ბევრი სხვაც, ნათელი დასტურია იმისა, თუ რას მიაღწიეს საქართველომ და ევროკავშირმა ერთად“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „ჩვენ შორეული პარტნიორები არ ვართ; ჩვენ აქ ვართ თქვენთან ერთად, ვუჭერთ მხარს თითოეულ რეგიონს, თითოეულ თემს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
ვიზიტის პირველ დღეს ელჩი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურად გახსნა “წიგნის თარო – ევროპული გამოცემა”, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მან ასევე შეხვედრები გამართა სტუდენტური ახალგაზრდული საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი მეორე დღეს ელჩი სოფელ თხინვალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Wi-Fi Hotspot-ის გახსნას დაესწრო. მან ასევე შეხვედრა გამართა ადგილობრივ ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებებთან. ვიზიტი დასრულდა ადგილობრივი ბიზნესის და პროექტების “Green Guria/CENN” და “Skills4Jobs” წარმომადგენლებთან შეხვედრით.