fbpx
Skip to main content

სითითონი: Rethink Urban Space – 30 000 ლარიანი საპრიზო ფონდით იწყება!

07/07/2025

ზესტაფონი და სამტრედია | რეგისტრაცის დასასრული:  13 ივლისი, 2025

ზესტაფონი და სამტრედია – ორი პოსტ-ინდუსტრიული ქალაქი, სადაც ისტორია, თანამედროვე გამოწვევები და პოტენციალი ერთიანდება – წელს პირველად  მასპინძლობს ინოვაციურ ღონისძიებას Citython: Rethink Urban Space. სითითონის მიზანია, თემის წევრების, სფეროს ექსპერტებისა და ახალგაზრდების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას ახალი ხედვა და გადაწყვეტილებები ურბანული განვითარებისთვის.

 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რეგიონებში ურბანული სივრცეების თანამედროვე განვითარება კრიტიკულად აუცილებელია როგორც ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სითითონი ქმნის პლატფორმას, სადაც ადგილობრივ გამოწვევებზე პასუხები რეალური იდეებით იქმნება.

ვინ შეიძლება ჩაერთოს?
✔️ სტუდენტები
✔️ არქიტექტორები, ურბანისტები, ინჟინრები
✔️ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები
✔️ ბიზნესისა და მარკეტინგის სპეციალისტები
✔️ ახალგაზრდები 16 წლიდან, მთელი საქართველოდან

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ გუნდებს, რომელთა შემადგენლობაც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროსა, თუ პოფესიის ადამიანებისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. გუნდი, უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 5 წევრისგან.  

სითითონში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ რეალურ ურბანულ პრობლემებზე სფეროს მენტორებთან ერთად და მიიღოთ 10 000 ლარიანი პრიზის მოგების შესაძლებლობა.

შენიშვნა: თითოეულ ლოკაციაზე გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან პრიზს, ხოლო მთელი პროექტის რჩეული გუნდი დამატებით 10 000 ლარს.

მონაწილეები იმუშავებენ კონკრეტული ლოკაციების განვითარებაზე კერძოდ:

  • ზესტაფონი: თამარ მეფის ქუჩა და საყავრიის უბანი
  • სამტრედია: საცხენოსნო სპორტული კლუბის ტერიტორია

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 13 ივლისის ჩათვლით – რეგისტრაციის პერიოდი
  • 16 ივლისი – ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა და პროექტის დაწყება ორივე ქალაქში (შეხვედრები სხვადასხვა დროს)
  • 19 ივლისი – გუნდების ვიზიტი და ვორკშოპი ზესტაფონში
  • 20 ივლისი – გუნდების ვიზიტი და ვორკშოპი სამტრედიაში
  • 21 ივლისი – 8 აგვისტო – გუნდებისთვის სამუშაო დრო და ონლაინ ტრენინგები და მენტორშიპ სესიები
  • 9 აგვისტო – სითითონის დემო დღე და გამარჯვებულების გამოვლენა ზესტაფონი
  • 10 აგვისტო – სითითონის დემო დღე და გამარჯვებულების გამოვლენა სამტრედია

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/r8GuAt3tUkSEWKFy6

Citython: Rethink Urban Space ახორციელებს კომპანია ქლევერტონიGIZ-ის პროექტ CESL-ის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამთა გველესიანი; 555495474; Clevertoneteam@gmail.com