fbpx
Skip to main content

EU4Youth საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მწვანე მეწარმეობაზე 4-კვირიან სასერტიფიკატო ონლაინკურსს იწყებს

26/01/2022

პროგრამა EU4Youth საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მწვანე და სოციალური მეწარმეობის ოთხკვირიან ინტენსიურ ონლაინკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

კურსის მიზანია მწვანე მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ცოდნის გაღრმავება. კერძოდ, კურსის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მეწარმეობის, მწვანე და სოციალური მეწარმეობის, ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე. გარდა ამისა, ისინი დაეუფლებიან პროექტების მართვის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ძირითად პრინციპებს.

მწვანე და სოციალური მეწარმეობის კურსი 1-25 თებერვალს დისტანციურად, Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. კურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია კურსის შესახებ 

სარეგისტრაციო ფორმა