
ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში: EU4Youth ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს
2025 წლის 20-22 მაისს, პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში, გაიმართა სამდღიანი ღონისძიება, რომელიც დაეთმო მცირე გრანტების მიმღებ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოში. ღონისძიება აერთიანებდა ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიალსა და ახალგაზრდების ჩართულობის ვორქშოპს.
ღონისძიებაზე გამოიკვეთა იმ ცხრა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიღწევები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების მონაწილეობას, ინკლუზიასა და . ჩართულობას როგორც სოციალური, ასევე, გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. მონაწილე ორგანიზაციებმა, ერთი მხრივ, ისაუბრეს მათი პროექტების მიღწევებზე, ხოლო მეორე მხრივ, იმსჯელეს ამ პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და კრიზისზე.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით მოწვეულმა სტუმრებმა ნიკოლას სენდროვიჩმა — საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა და პროფესორმა ანა-მარია შნაიდერმა — გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, გახსნეს.
ორივე სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე დემოკრატიული მმართველობის პროცესებში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის და გერმანიის ურყევი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
„ევროკავშირი მოხარულია, რომ EU4Youth პროექტი ხელს უწყობს პოზიტიური ცვლილებების შექმნას, აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდობას. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი საქართველოს ახალგაზრდებისა და მათი ევროპული მომავლისადმი,“ — აღნიშნა ბატონმა სენდროვიჩმა.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები, ასევე, დაესწრნენ ახალგაზრდების ჩართულობის ვორქშოპს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: (1) ახალგაზრდების მობილიზაციის ეფექტიანი მექანიზმები; (2) მოწყვლადი ახალგაზრდების ინკლუზიური ჩართულობის სტრატეგიები; (3) ახალგაზრდული მონაწილეობის გაძლიერება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში.
გარდა ამისა, მონაწილეებმა ერთმანეთთან გააზიარეს გამოცდილება, იმსჯელეს მიმდინარე პროექტების პროგრესზე და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიება ჩატარდა EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობაში ფარგლებში.