გამარჯვებულები 2020


მერი შიხაშვილი
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

თამუნა ჩქარეული
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
“საქართველოს ტექსტილის ინდუსტრიის შიგნით”- Open Caucasus Media

ბასტი მგალობლიშვილი
საუკეთესო ბლოგი / თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
“ცოტა რამ დედაჩემის შესახებ”– Publika

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

სოფო აფციაური
სოფო აფციაური
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს

ქეთევან მაღრაძე
ქეთევან მაღრაძე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში
“ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ – ცხინვალში სამდღიანი ტყვეობის ამბავი”- მთის ამბები
ჟიურის წევრები 2020
საკონკურსო ნაშრომები განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან. ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული.
ნინო ივანიშვილი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით როგორც კავკასიის ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად, ასევე შემდგომ დსთ-ს ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად. 2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს „როიტერსის“ საუკეთესო ჟურნალისტის წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.
ეკატერინე ფირცხალავა
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით. ეკატერინე, როგორც მედია კონსულტანტი, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის მედია ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ხელს უწყობს დამოუკიდებელი, ონლაინ მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.
იუსტინა მიელნიკევიჩი
არის World Press ფოტოს, Canon-ის ,,საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის” და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა. 2014 წელს იუსტინამ წიგნად გამოსცა თავისი ფოტოები სახელწოდებით: ”ქალი მაიმუნით – კავკასია მოკლე ჩანაწერებსა და ფოტოებში”. 2019 წელს მის მიერ გამოცემული წიგნი “უკრაინა ამას გაივლის” შეირჩა Paris Photo-ს და Aperture- ის 20 საუკეთესო წიგნს შორის.

მაიკლ რენდელი
„ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით. 2019 წელს მაიკლი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი მედიის საჭიროებების 12-თვიან შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მისი გამოცდილება საქართველოში ასევე მოიცავს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი რადიოსადგურების განვითარებას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში Studio Re-სთან თანამშრომლობით.