fbpx
Skip to main content

საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინასებული დაძმობილების პროექტის ოფიციალური გახსნა გაიმართა

05/02/2024

სასტუმრო „სტამბაში“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ”საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, გენადი არველაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ; თეიმურაზ ჯანჯალიამ,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ;  იურგა გრეისიენემ, ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ; ანდრიუს კალინდრამ,  საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა; მარიუშ პიეტრჯაკმა, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა; ფრანცისკო ლოპეს-მენშერომ, ევროკომისიის NEAR C3 განყოფილების უფროსის მოადგილემ;  სარა  ცილონკამ,საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს  ეკონომიკური და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა და ნორბერტ შულტესმა, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს დაძმობილების პროექტების, TAIEX და ინსტიტუციონალური პარტნიორობების ეროვნული საკორდინაციო ოფისის უფროსმა.

პროექტის ლიდერებმა – ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან გიორგი უკლებამ, (საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო) და წევრი სახელმწიფოს მხრიდან გოდა ალექსაიტემ, (ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყება) პროექტის მიზნები და დაგეგმილი აქტივობები წარადგინეს და ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ქვეყნისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის მნიშვნელობას.

ევროკავშირის დაფინანსებულ დაძმობილების პროექტის ფარგლებში, პროექტის ექსპერტები, ევროკავშირში არსებული საუკეთესო რეგულირების პრაქტიკებისა და საქართველოს ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით, ქართველ პარტნიორებს დახმარებას გაუწევენ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში. საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების (ბიზნესი, მომხმარებლები) გარდამავალი პროცესის გამოწვევებისათვის შესაბამისი მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ექსპერტები, ასევე  ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში არსებული დირექტივების მთავარი თემების შესახებ, ტრენიგების ჩატარებას უზრუნველყოფენ.[1]

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და ლიეტუვის მთავრობის ოფიციალური პირები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი უწყებების ექსპერტები.

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ზოგადი მიზანი,  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების (AA) / ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ბაზრის ზედამხედველობის სფეროში, ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების შემდგომი ეფექტური შესრულების პროცესის ხელშეწყობა .

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ძირითადი კომპონენტები და მიზნები:

კომპონენტი 1: ბაზრის ზედამხედველობისათვის განკუთვნილი იურიდიული ჩარჩოს   გადახედვა, ევროკავშირის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად

კომპონენტი 2: ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება

კომპონენტი 3: ბიზნესის, მომხმარებლებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაუმჯობესება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ბენეფიციარია ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს ბაზარზე. პროექტს ახორციელებს ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყება,  (SCRPA) პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურისა (UOKiK) და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალურ სამინისტროსთან (BMWK) პარტნიორობით.

პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტებიდან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 „დაძმობილების პროექტი“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ევროკავშირის ინსტიტუციური თანამშრომლობის ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას თანასწორი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულით: https://ec.europa.eu/neighbourhood…/tenders/twinning_en

საკონტაქტო პირი:

ნათია ღვინჯილია, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი თანაშემწე, მობ: 555 656555, ელ.ფოსტა: n.ghvinjilia.twinning.msa@gmail.com;