ჰოი და ნანა, ოჰოი ნანა, ქედა, შუახევ, ხულოიდანა… მოგესალმებით!
წელს, პირველად, ევროპის დღეს, თქვენთან ერთად, აქ, ბათუმში, აღვნიშნავთ.
აჭარა განსაკუთრებული რეგიონია. გამორჩეული ისტორიით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით. თქვენი მხარე ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითია ჩვენთვის.
საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში.
2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.
დღეს კი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. დასანანია, რომ საქართველომ, შესაძლოა, ვეროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, დიდი ხნით, დაკარგოს. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია.
ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს.
რეალობა ისაა, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად.
თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ჩვენ ვამაყობთ რომ საქართველოს მეგობრები ვართ.
დღეს, ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. წინ, საქართველო, წინ!