fbpx
Skip to main content

გამარჯვებულები 2024

თამარ გელაშვილი

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

სტუდია მონიტორი – გამარჯვებული ნაშრომი

სალომე ჩადუნელი

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

 რადიო თავისუფლება – გამარჯვებული ნაშრომი

დავით თამაზაშვილი, მარიამ ნიკურაძე 

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

Chai Khana Media – გამარჯვებული ნაშრომი

გიორგი ბასხაჯაური

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

მედია აპრილი – გამარჯვებული ნაშრომი

მაია მეცხვარიშვილი

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

 სტუდია მონიტორი-გამარჯვებული ნაშრომი

Დათო ქორიძე

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

რადიო თავისუფლება – გამარჯვებული ნაშრომი

თამარ მჭედლიძე

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში

OC Media – გამარჯვებული ნაშრომი

ჟიურის წევრები

აკონკურსო ნაშრომები  განიხილა მედიის პროფესიონალებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ჟიურიმ. ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა,  ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მიიღო.

ეკატერინე ბასილაია –,,მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თითქმის 15 წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კვლევების და ანგარიშების მომზადებაში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედია და საინფორმაციო სისტემების შესახებ; IREX-ის მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) და ინფორმაციის ბარომეტრის (VIBE) თანაავტორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ–პროფესორი და თსუ–ს მოწვეული ლექტორი.  ის, ასევე საგამოძიებო მედიის „აი, ფაქტის“ გამგეობის წევრია.

ეკატერინე ტოგონიძე – ჟურნალისტი, პროზაიკოსი. 7 წიგნის ავტორი.  საზოგადოებრივ მაუწყებელში „მოამბისა“ და შემდეგ ,,ალიონის” წამყვანი 1999-2009 წლებში. ლექტორის 15 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკის სფეროში. 2014-2020 წლებში –  ,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი. 2015-2018 წლებში – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის“  მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2014 წლიდან მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განხორციელებულ კულტურულ პროექტებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მიზნით. მისი პუბლიკაციები 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში.

ია ბერსენაძე- 25 წლიანი გამოცდილება სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, ტელეკომპანია TV6 ჟურნალისტი საქართველოში და ტელეკომპანია РТР კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი. მთარგმნელი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი TV Reporting, პიროვნული განვითარების ტრენერი.

ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი 35 წლიანი სამუშაო სტაჟით. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ფოტოჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემისთვის. უკვე 10 წელზე მეტია დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და იღებს გრძელვადიან ფოტო–პროექტებს, უმეტესად საქართველოს რეგიონებში. მისი ფოტო –პროექტები ხშირად ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე, მათ ტრადიციებსა და კულტურაზე.

გამარჯვებულები და ჟიურის წევრები