გამარჯვებულები 2023
მარიამ ნატროშვილი
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია,
სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში
ინდიგო – გამარჯვებული ნაშრომი
სესილი ბოჭოიძე
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო
ან ელექტრონულ მედიაში
ტელეკომპანია “ფორმულა” – გამარჯვებული ნაშრომი
მამუკა ყუფარაძე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
სპეციალური პრიზი მშვიდობის
ჟურნალისტიკაში
სტუდია “რე” (თანაავტორი მადინა გაგლოევა) – გამარჯვებული ნაშრომი
ზურაბ ცერცვაძე
საერთო ფასეულობების ამსახველი
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
Agency France Press – გამარჯვებული ნაშრომი
გიორგი მგელაძე
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან
სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან
სამაუწყებლო მედიაში
რადიო თავისუფლება: გამარჯვებული ნაშრომი
ლანა კოკაია
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან
ელექტრონულ მედიაში
რადიო თავისუფლება: გამარჯვებული ნაშრომი
ანასტასია ბახტურიძე
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი
ბეჭდურ, სამაუწყებლო ან
ონლაინ მედიაში
ინდიგო: გამარჯვებული ნაშრომი
ჟიურის წევრები
ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული.
დათო გორგილაძე
დათო გორგილაძე არის პროფესიით ჟურნალისტი და ექსპერტი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე მედიისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. 2021-23 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”; ამავე არხზე იყო დილის გადაცემის ტელეწამყვანი. 2018 წელს გამოსცა მისი მოთხრობების კრებული “ღმერთი სამსახურშია”. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. ასევე არის მოწვეული ლექტორი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასწავლო ცენტრში “კოლაბი”, სადაც “ამბის თხრობის” თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უძღვება.
სოფიკო მეგრელიძე
სოფიკო მეგრელიძე მსოფლიოში წამყვანი საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის პროდიუსერია. ის თბილისში ცხოვრობს და აშუქებს ახალ ამბებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად ფოკუსირებულია უკრაინის მოვლენების გაშუქებაზე. 30 წლის განმავლობაში სოფიკო მეგრელიძე AP-თან ერთად ამზადებდა ახალ ამბებსა და სიუჟეტებს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან არის GIPA-ს ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის მოწვეული ლექტორი. გარდა ამისა, სოფიკო არის DW აკადემიის ტრენერი.
ნიკა ტაბატაძე
ნიკა ტაბატაძეს აქვს მედია ორგანიზაციის მართვის ექსპერტული ცოდნა, რომელიც გულისხმობს გავლენიანი, საერთაშორისო სტანდარტის მქონე ახალი ამბების შექმნასა და განვითარებას საქართველოში. 2022-23 წლებში USAID-ის მედიაპროგრამაში მედია ინოვაციების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. 1999-2007 წლებში ნიკა იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი ამბების წამყვანი, ახალი ამბების მიმართულების დირექტორი და კომპანიის გენერალური მენეჯერი. ნიკა ტაბატაძეს გამოცდილება აქვს საჯარო სექტორშიც – ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ნიკა ტაბატაძე აგრძელებს მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ბიზნეს ინოვაციებისა და რეგიონულ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
ლევან ხერხეულიძე
2012 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის“ წევრი. 2005-2019 წლებში იყო ფოტორედაქტორი ყოველთვიურ ჟურნალებში – „ლიბერალი“ და „ცხელი შოკოლადი“. არის Journalists’ Competition Capital-ის გამარჯვებული ნომინაციაში “გამოქვეყნებული ფოტოები”. გამართული აქვს მრავალი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვებგვერდი: https://www.levankherkheulidze.com