fbpx
Skip to main content

საქართველოს მოსახლეობისადმი მხარდაჭერა USAID-ისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა იმერეთსა და შიდა ქართლში ვიზიტისას  და გამოხატეს

23/07/2024

ჯუნიპერ ნილი,  USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და ნიკოლას სენდეროვიჩი,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იმერეთსა და შიდა ქართლს ეწვივნენ.  ჯუნიპერ ნილი და ნიკოლას სენდეროვიჩი შეხვდნენ საზოგადოების წევრებს, რომლებთანაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხანგრძლივ პარტნიორობასა და განვითარებაზე ისაუბრეს.ისაუბრეს იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლას უწყობს ხელს.

ორდღიანი მოგზაურობის დროს, ქალბატონი ჯუნიპერ ნილი და ბ-ნი ნიკოლას სენდეროვიჩი  USAID-ის და ევროკავშირის მხარდაჭერილ ბიზნესებსა და ორგანიზაციებს შეხვდნენ; მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ მეწარმე ქალებს; მოცვის მწარმოებლებს, რომლებიც  თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში ახორციელებენ; ჟურნალისტებს, რომლებიც  ადგილობრივი მოსახლეობისთვის  მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებენ; დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ქუთაისში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელს უწყობენ სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში,  სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებაში. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ დადებით მხარეებზე, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის. ისაუბრეს როგორც USAID-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც  უკვე დადებითად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის მომავალ ეფექტიან პარტნიორობაზე საქართველოს მოსახლეობასთან. ვიზიტის დროს აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობა,  განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მრავალი ორგანიზაცია, დონორების, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სხვადასხვა  სერვისებს აწვდიან საქართველოს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას.

USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში  ჯუნიპერ ნილმა განაცხადა: “USAID მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და  გვერდში ედგა  მოსახლეობას თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შექმნაში. სასიამოვნო იყო, ევროკავშირის  კოლეგასთან ერთად იმერეთისა და შიდა ქართლის მონახულება. ამ ვიზიტისას საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით იმ მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც თავის შრომით წვლილი შეაქვს ადგილობრივი თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში. სასიამოვნოა USAID-ის პროგრამების მიერ მიღწეული დადებით შედეგების პირადად ხილვა.”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა: “ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. შთამაგონებელი იყო საქართველოს რეგიონებში USAID-ის პარტნიორებთან ერთად მოგზაურობა და იმ დადებითი შედეგების პირადად ხილვა, რაც ჩვენს მხარდაჭერას მოაქვს. ვიზიტის დროს შევხვდით სხვადასხვა ჯგუფებს და შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ შეცვალა ჩვენმა მხარდაჭერამ ამ ადამიანების ცხოვრება. თემის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და პროგრამების ბენეფიციარებთან შეხვედრებმა განამტკიცა ჩვენი ვალდებულება ხელი შევუწყოთ შესაძლებლობებს და მდგრად განვითარებას. ეს ერთობლივი ვიზიტი დასტურია ჩვენს საერთო სურვილის – საქართველო  იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ინკლუზიური ქვეყანა. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების, ბიზნესებისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ვინც ისწრაფვის ჰქონდეს ნათელი მომავლი“.

USAID-ის საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ:

USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან USAID-მა 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუციების შექმნას; გაუმჯობესებულ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა საჯარო სერვისებს; ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოსახლეობისთვის; ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. ამჟამად, USAID 40 პროგრამას ახორციელებს: ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, განათლების, დემოკრატიული მმართველობის და მრავალი სხვა მიმართლებით. ყველა პროგრამა საქართველოს შიდა პრიორიტეტების საფუძველზე ირჩევა და მიზნად ისახავს ქვეყანის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გასაძლიერებას, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირისკენ ინტეგრაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

ევროკავშირის შესახებ საქართველოში:

ევროკავშირი 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ღირებულებებზე. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ დამატებით ინფლორმაციისთვის ეწვიეთ: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/.