fbpx
Skip to main content
ევროპის დღე 2025

9 მაისს, ევროპის დღეს ექსპო ჯორჯიაში ევროკავშირისა და ქართველი ხალხის პარტნიორობის 30 წელი აღვნიშნეთ. ევროპის დღემ მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი ყველაფრისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ და მომავალისთვის, რომლის შენებასაც ხელიხელჩაკიდებული ვაგრძელებთ.

წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ევროპის დღე ინდი-როკ ჯგუფის – Bedford Falls-ს კონცერტით დასრულდა.

ვეროკავშირის ელჩი ევროპის დღის შესახებ

ევროპის დღის შესახებ

პროექტების სივრცე

EU საუბრები #ertad

პანელური დისკუსია

რას ნიშნავს ევროპა შენთვის?

ევროპის გუნდი – აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან

ევროპის დღის აქტივობები

ევროპის გუნდი

პავილიონი 6

შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აღმოაჩინეთ მათი კულტურა, გაეცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

EU პროექტების სივრცე

პავილიონი 11

შეაბიჯეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების სამყაროში და ნახეთ როგორ უწყობენ ისინი ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.

EU საუბრები #ერთად

პავილიონი 4

მოუსმინე გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.

10 წელი ფოკუსში / 10 years in focus

პავილიონი 3

ვიზუალური მოგზაურობა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს.

წიგნის თარო

პავილიონი 3

შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიულ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია, ლიტერატურა და ღირებულებები საინტერესო და სახალისო გზით. წაიკითხეთ აქ

Europe Day a la carte ქეთი ბაქრაძესთან

პავილიონი 3 – მიმდებარე ეზო

შეუერთდით შეფ ქეთი ბაქრაძეს და ევროკავშირის დიპლომატებს კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილია ავთენტური ევროპული კერძები.

ეს ქვეყანა შენია

პავილიონი 3

მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.

უნიკალური ქართული გემო

პავილიონი 11 – მიმდებარე ეზო

დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან და გაიგეთ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი მდგრად სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას.

გამოფენა-გაყიდვა

პავილიონი 11 – მიმდებარე ეზო

შეხვდით ადგილობრივ ოსტატებს, აღმოაჩინეთ მათი გამორჩეული ნამუშევრები და გაიგეთ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით.

ეს ქვეყანა შენია

პავილიონი 3

შემოგვიერთდით კინოჩვენებაზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი მრავალფეროვანი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ვიდეო სერიები და stop-motion ანიმაცია. ნამუშევრები რეალურ ისტორიებსა და საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების მიერ განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს ასახავს.

ევოპის დღის სამზადისი

ვეროკავშირის ელჩი ევროპის დღის შესახებ

ევროპის გუნდი #ertad

გაიგეთ მეტი ევროპის დღის შესახებ

ევროპის დღის სამზადისი

საიდან იწყება საქართველოს ევროპული გზა?

“წიგნების თარო” ევროპის შესახებ

უნიკალური ქართული გემო