fbpx
Skip to main content
ევროპის დღე 2025 / Europe Day 2025

21 ივნისს, შერატონ ბათუმში ევროპის დღეს ვუმასპინძლეთ და ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის პარტნიორობის შედეგები აღვნიშნეთ – პარტნიორობის, რომელსაც მოაქვს რეალური, ხანგრძლივი ცვლილებები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საინტერესო ისტორიებით, ინტელექტუალური თამაშებით და სხვა მრავალი ინფორმაციული და გასართობი აქტივობების საშუალებით, ვნახეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის თანამშრომლობა საზოგადოების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებას და უფრო ნათელი მომავლის შექმნას.

ევროპის გუნდი – შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და აღმოაჩინეთ მათი კულტურა.
EU პროექტების სივრცე – ნახეთ როგორ უწყობენ ხელს ევროკავშირის მხარდაჭერა ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.
საგანმანათლებლო თამაში „წიგნების თარო“ – შეუერთდით ახალგაზრდებს ინტერაქტიურ თამაშში და აღმოაჩინეთ ევროკავშირის ისტორია და ლიტერატურა საინტერესო და სახალისო გზით.
აუდიოვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ – მიიღეთ გამორჩეული გამოცდილება და გაიგეთ მეტი ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
ევროპის დღის მარკეტიდააგემოვნეთ ადგილობრივი პროდუქცია და დაათვალიერეთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ევროკავშირის ბენეფიციარების მიერაა შექმნილი.
დოკუმენტური ფოტოგრაფია – თვალით დანახული ისტორიადაესწარით გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასს – ვიზუალური ამბის თხრობა.
ტრადიციული ქარგვის ვორქშოპიშეუერთდით აჭარული ტრადიციული ქარგვის ვორქშოპს ოსტატ მზევინარ ირემაძესთან ერთად.
გემების მოდელირების ვორქშოპი და გამოფენა “აფრა” –  დაესწარით გემთმშენებლობის კრეატიულ ვორქშოპს, ააწყვეთ თქვენი გემის მოდელი და დაათვალიერეთ გამოფენა “აფრა”.
ვორქშოპი “შენ ქმნი მუსიკას” – თუ გაინტერესებთ როგორ იქმნება ელექტრონული მუსიკა, შეუერთდით საბა აზნარაშვილის ვორქშოპს “შენ ქმნი მუსიკას”.
ფრანების დამზადების ვორქშოპი –
შეუერთდით ფრანების დამზადების ვორქშოპს და შექმენი შენი ფრანი.

ევროპის დღე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ცოცხალი მუსიკით დასრულდა, ყველასთვის საყვარელ ჯგუფებთან ერთად – Killages და Mechanical Rainbow.

20 ივნისს, შერატონ ბათუმმა უმასპინძლა ფოტო გამოფენას “10 წელი ფოკუსში”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებული დოკუმენტური ფოტოები, რომლებიც ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გვიყვება.

წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

მეტი ევროპის დღის შესახებ

შოთა გუჯაბიძე, ბათუმის ისტორიის მკვლევარი

სულხან სალაძე, მაპპა კარტოგრაფიკას დამფუძნებელი

რა დაგხვდებათ?

გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის მასტერკლასი – ვიზუალური ამბის თხრობა.

გამორჩეული აუდიოვიზუალური გამოფენა ქართული ტრადიციების, ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.

აჭარული ტრადიციული ქარგვის ვორქშოპი ოსტატ მზევინარ ირემაძესთან ერთად.

ინტერაქტიური თამაშში ევროკავშირის ისტორიის და ლიტერატურის შესახებ.

ადგილობრივი პროდუქციისა და უნიკალური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომლებიც ევროკავშირის ბენეფიციარების მიერაა შექმნილი.

გემთმშენებლობის კრეატიულ ვორქშოპი და გამოფენა “აფრა”.

საბა აზნარაშვილის ვორქშოპი “შენ ქმნი მუსიკას”

ფრანების დამზადების ვორქშოპი ყველა ასაკისთვის.

ევროპის დღის ველომსვლელობა #ertad.