
ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!
შერატონ ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს.
ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჟურნალისტების დახმარება.
გამოფენა, რომელიც თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის ნაწილი იყო, თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ის ევროპის დღე ბათუმის ნაწილია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება ხვალ, 21 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო შერატონ ბათუმში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მედიისთვის კომენტარს გააკეთებს გახსნის ცერემონიის შემდეგ, 21 ივნისს, 13:40 საათზე.
ევროპის დღე ბათუმი – 21 ივნისი
• მედია მოწვეულია 12:30 საათიდან
• საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებას 13:00 საათზე
• საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარი მედიისთვის 13:40 საათზე
„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის“ შესახებ
2012 წელს დაარსებული კონკურსი – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის განსაკუთრებულ მიღწევებს ავლენს. კონკურსი, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროფესიონალური, ეთიკური და თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერს მხარს. კონკურსი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეყრდონობა და ქართულ მედიაში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
კონკურსის მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში გამოქვეყნებული გამორჩეული ნამუშევრებისათვის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: საგამოძიებო რეპორტაჟი, სიუჟეტი, ბლოგი, დოკუმენტური ფოტოგრაფია და სხვა.